ზაფხულის პერიოდში, როცა ქურასთან დგომა საკმაოდ პრობლემურია, სასურველია მარტივი კერძების მომზადება. ეს განსაკუთრებით საკონდიტრო ნაწარმს ეხება. ამიტომ უნდა შეარჩიოთ ისეთი რეცეპტები, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ. ერთ-ერთ ასეთს გთავაზობთ ახლა. მოამზადეთ ხაჭოს ფუნთუშები, რომლებსაც აერღუმელი არ სჭირდება.
ინგრედიენტები
- 250 გ ხაჭო
- ასი გ კარაქი
- ასი გ შაქარი
- 300 გ ფქვილი
- ერთი ცალი კვერცხი
- ერთი მწიკვი მარილი
- ერთი გ ვანილი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
მომზადება
- ღრმა თასში შეურიე ხაჭო, კვერცხი, დარბილებული კარაქი, შაქარი, ვანილი და მარილი. ათქვიფე ყველაფერი ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებულ მასას ჩააცერი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილე რბილი ცომი. ის შესაძლოა ცოტათი ხელს ეკვროდეს.
- ცომი გაყავი ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული გააბრტყელე 3 მმ სისქის ფირფიტის სახით. ამოჭერი რგოლები ჭიქის დახმარებით.
- ხუთ-ხუთი ფირფიტა დაალაგე ერთმანეთზე გარდიგარდმო და შემდეგ გადაახვიე და გაჭერი შუაზე. გამოვა ორი ყვავილი. შეუსწორე ფურცლები. იგივე გააგრძელე დარჩენილ ცომზე.
- ტაფას ჩააფინე პერგამენტი და მასზე მოათავსე ცომები დისტანციით. გამოაცხე თავდახურულში 20-25 წუთის მანძილზე. პირველი 15 წუთი ტაფას არ ახადო.
ხაჭოს ყვავილები შეგიძლია გამოაცხო ღუმელშიც 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვი და ასწავლე ეს მეთოდი სხვებსაც!