მოჭიქული ყველეული შედედებული რძით

 ყველეული ყველას საყვარელი ტკბილეულია ბავშვობიდან.  თუმცა, ისიც ცნობილია, რომ მზა სახის დესერტი შეიცავს ბევრ ქიმიურ დანამატსა თუ კონსერვანტს. აღმოჩნდა, რომ მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება ნატურალური პროდუქტებისგან. სპეციალური ფორმა თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი კექსის ფორმა.

ინგრედიენტები

  • 120 გ შავი შოკოლადი
  • 50 გ მოხარშული შედედებული რძე
  • 50 გ შაქრის პუდრა
  • 50 გ კარაქი
  • 250 გ ხაჭო

მომზადება

  1. კარაქი გაადნე და შეურიე შაქრის პუდრას და ხაჭოს. ყველაფერი ათქვიფე ბლენდერით.

  1. დამტვრეული შოკოლადი გაადნე წყლის აბაზანაზე. ფუნჯის დახმრებით წაუსვი შოკოლადი სპეციალური ფორმის კედლებზე და ძირზე. შემდეგ შედგი საყინულეში ათი წუთით.

  1. გამოიღე მაცივრიდან და წაუსვი შოკოლადის მეორე ფენა. შედგი საყინულეში კვლავ ათი წუთით.
  2. შოკოლადის ფორმები შეავსე ხაჭოს მასით ნახევრამდე. საკონდიტრო ტომრით დაიტანე მათზე შედედებული რძის ფენა. ზედა ფენა კი კვლავ ხაჭოსი უნდა იყოს.

  1. მოასწორე ხაჭოს ზედაპირი და დაფარე ის შოკოლადის ფენით. შედგი საყინულეში ნახევარი საათით.

შედედებული რძის ნაცვლად შიგთავსის სახით შეგიძლია გამოიყენო ჯემი, არაქისის პასტა ან კარამელი. ასევე ზემოდან მორთა სხვადასხვანაირად.

მოამზადეთ და გაგვიზიარეთ, როგორი გამოგივათ. ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება