ვანილისა და ნაღების უნაზესი არომატი, ყავისა და კარამელის დაუვიწყარი გემო – რომელი ქალი იტყვის უარს ასეთ სასმელზე!
ბეილისი – პირველი ნაღების ლიქიორი – 1974 წელს ირლანდიაში გამოჩნდა. ის ძალიან უხდება დესერტებს, განსაკუთრებით, ყავას და ნაყინს.
გთავაზობთ ამ მშვენიერი სასმელის სახლში მომზადების მეთოდს.
ინგრედიენტები
- ასი მლ კონიაკი
- ერთი ჭიქა შაქარი
- ერთი ს. კ. ყავა
- 300 მლ ნაღები
- 11 გ ვანილის შაქარი
მომზადება
- ერთმანეთს შეურიე ნაღები და შაქარი და დადგი საშუალო ცეცხლზე. ნაღები თანდათან ამოვა და წარმოქმნის ე. წ. ქუდს.
- ნარევს დაამატე ყავა, შაქარი, მოურიე და დატოვე თავდახურულში ერთი საათით სრულ გაციებამდე.
- სასმელი გადაწურე დოლბანდში. დაამატე კონიაკი და შედგი მაცივარში. ბეილისი მზად არის!
სუფრასთან მიიტანე ბოკალით. ზემოდან მოაყარე კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი. შეგიძლია დაამატო ყინულის კუბები. ბეილისი ძალიან უხდება ბანანსაც. სახლში მომზადებული სასმელი ნაყიდზე არანაკლებ გემრიელი გამოდის.
მოამზადე და გაგვიზიარე შთაბეჭდილება კომენტარებში. ეს რეცეპტი კი გაუზიარე შენს მეგობრებს!