კარამელის სოუსი – შესანიშნავი დამატებაა ნებისმიერი დესერტისთვის. სწორად მომზადების შემთხვევაში ის კერძებს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ამ ტკბილი სოუსის დამატებით ჩვეულებრივი იოგურტი თუ შვრიის ფაფა ბავშვებისთვის საყვარელ დესერტად იქცევა.
ნაღები, რომელიც კარამელის სოუსს სჭირდება, უნდა იყოს ცხიმიანი, სასურველია, შინაური. მომზადებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ შაქარი არ მიიწვას.
ინგრედიენტები
- ერთი ჭიქა შაქარი
- 5 ს. კ. კარაქი
- ნახევარი ჭიქა ნაღები
- ერთი ჭ. კ. ვანილის ექსრტაქტი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ღრმა ტაფაში ჩაყარე შაქარი და გააცხელე საშუალო ცეცხლზე. სანამ იგი არ გადნება, არ მოურიო არავითარ შემთხვევაში.
- შემდეგ მიდმივად ურიე 5 წუთის მანძილზე, სანამ ოქროსფერი მასა არ მიიღება.
- დაამატე კუბებად დაჭრილი კარაქი და გაადნე, შემდეგ კი ვანილის ექსტრაქტი ჩაასხი.
- მორევის შეწყვეტის გარეშე ჩაამატე ნაღები თანდათანობით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ ჩაამატე მარილი და გადმოდგი ცეცხლიდან.
- კარამელი დააყოვნე და რომ გაცივდება, გადაიტანე თავსახურიან მინის ქილაში.
ასეთი სოუსი ინახება მაცივარში ორი კვირის მანძილზე. შაქრის ნახევარი შეგიძლია ჩაანაცვლო ფრუქტოზით. ამ სახით ის უფრო ჯანსაღი იქნება.
მოამზადეთ და ისიამოვნეთ! ეს რეცეპტი კი ასწავლეთ სხვებსაც!