გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მარკეტებისა თუ ბაზრის დახლებზე ახალ-ახალი ბოსტნეული ჩნდება. ის საკმაოდ გემრიელია ზამთრის პროდუქტთან შედარებით. სარგებლობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.კარგი რეცეპტით მომზადებული კი უფრო სასიამოვნო გემოებით მდიდრდება. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო კერძია კომბოსტოს ღვეზელი, რომელიც ამავე დროს მარტივადაც მზადდება.
ინგრედიენტები
- 800 გ ახალი კომბოსტო
- ნახევარი კგ ქათმის ფილე
- ასი გ ფქვილი
- 4 გ გამაფხვიერებელი
- ასი გ სტაფილო
- 4 ცალი კვერცხი
- 4 ცალი მწვანე ხახვი
- ასი მლ ბერძნული იოგურტი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- კომბოსტო დაჭერი თხლად, სტაფილო კი გახეხე მსხვილ სახეხზე. მოაყარე მარილი და აურიე.
- ცხელ ზეთიან ტაფაში მოშუშე ხახვი ნახევარი წთ-ით, შემდეგ დაამატე ბოსტნეული და გააგრძელე შუშვა 15 წთ ის მანძილზე.
- ხორცი დაჭერი თხლად. ცალკე ჯამში შეურიე იოგურტი, კვერცხი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- საცხობ ფორმას ჩააფინე პერგამენტი და დაასხი ცოტა იოგურტის მასა. შემდეგ ფენად მოათავსე კომბოსტოს მასა, ზემოდან კი გაუშვი ხორცის ფენა. მოაყარე მარილი და პილპილი.
- ხორცი დაფარე დარჩენილი კომბოსტოს მასით და დაასხი ასევე დარჩენილი იოგურტის მასა. შედგი 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
ეს ღვეზელი თბილი სახითაც გემრიელია და მაცივარში ნამყოფიც. შესანიშნავია როგორც პიკნიკზე, ასევე სამსახურში წასაღებად.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!