ღორის მუცლის ქონი ძალიან სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. წინა თაობების ხალხი მას ინტენსიურად იყენებდა ყოველდღიურ საკვებში და ნამცხვრებშიც კი. მისით მომზადებული საკონდიტრო ნაწარმი განსაკუტრებით ჰაეროვანი და გემრიელია. სოფლებში ახლაც ამზადებენ მუცლის ქონს და მას ყველაფერში იყენებენ, მათ შორის სასუნთქი სისტემის დაავადებების დროსაც.
ინგრედიენტად აქ მხოლოდ სალა გვჭირდება – 1კგ ღორის სალა.
მომზადება
- ღორის სალა აუცილებლად უნდა იყის ახალი და ჯანსაღი.
- მისი ფერი უნდა იყოს თეთრი, მოვარდისფრო ელფერით, სუნი კი – არამკვეთრი. სალა კარგად გარეცხე და დაჭერი წვრილ კუბებად.
- ჩაყარე სქელძირიან ქვაბში და მოშუშე ძალიან დაბალ ცეცხლზე, ხშირი მორევით. უნდა წარმოიქმნას ოქროსფერი ხიწიწი.
- ეს ხიწიწი საუკეთესოა სხვადასხვა ღვეზელში, ასევე კარტოფილის შეწვისას.
- გამდნარი ქონი დოლბანდის დახმარებით გადაწურე ქილაში. გაციების შემდეგ ის გასქელდება და თეთრი ფერის კრემისებრ კონსისტენციას მიიღებს.
- მარილი და საკმაზი უმჯობესია თავიდანვე არ დაამატო, არამედ კონკრეტული კერძის მომზადების დროს, ვინაიდან მუცლის ქონი სხვა – მათ შორის, სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება.
პროდუქტი შეინახე მაცივარში და გამოიყენე საჭიროების მიხედვით.
თქვენ რა დანიშნულებით და რომელ კერძებში იყენებთ მუცლის ქონს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში!