მათთვის, ვისაც ტკბილეული უყვარს, შოკოლადის ბისკვიტი განსაკუთრებით საყვარელი ნუგბარია, ვინაიდან ყოველგვარი კრემის გარეშეც კი ის თავისთავად უგემრიელესია.
დღეს გთავაზობთ სუპერშოკოლადური ბისკვიტის რეცეპტს, რომლის გემო არავის დატოვებს გულგრილს. ყველა სიკეთესთან ერთად, ბისკვიტი საკმაოდ იოლად მზადდება.
ინგრედიენტები
- 4 ცალი კვერცხი
- 250 გ კარაქი
- ერთი ჭიქა რძე
- ორი ჭიქა ფქვილი
- 470 გ შაქარი
- 150 გ კაკაო
- 300 გ არაჟანი
- ორი ჩ. კ. სოდა
- ორი მწიკვი მარილი
მომზადება
- 200 გ კარაქი ათქვიფე მიქსერით 350 გ შაქართან ერთად. შემდეგ დაამატე კვერცხი და მარილი და განაგრძე თქვეფა. ჩაასხი რძე, ჩააყარე სოდა და გააგრძელე თქვეფა.
- ცომს ჩაამატე ფქვილი და ასი გ კაკაო და კარგად აურიე მიქსერით. ღრმა საცხობ ფორმას ზომით 30/32 სმ, დააფინე პერგამენტის ქაღალდი. მასზე თანაბრად განალაგე ცხიმწასმული ჭიქები.
- ფორმაში ჩაასხი ცომი და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით. ამასობაში კრემისთვის შეურიე ერთმანეთს არაჟანი, დარჩენილი შაქარი და კაკაო.
- ეს ნარევი გაათბე დაბალ ცეცხლზე შაქრის გადნობამდე. ჩაამატე დარჩენილი კარაქი და კარგად აურიე. ცოტათი შეგრილებული ბისკვიტიდან ჭიქები ამოიღე.
- ბისკვიტი დაჭერი კვადრატებად ჩაღრმავების გარშემო. სათითაოდ დაალაგე თეფშებზე და ამის შემდეგ ჩაასხი შიგ შოკოლადის კრემი.
ზემოდან შეგიძლია მოაყარო დაჭრილი ნიგოზი, თხილი ან ქოქოსის ფანტელი. კაკაოს ჩანაცვლება შეიძლება თეთრი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს შესანიშნავი რეცეპტი მეგობრებსაც!