კლასიკური ზეფირი დიეტურობის მხრივ რეკორდსმენი დესერტია. ას გრამ ზეფირზე მოდის მხოლოდ 300 კკალორია. ეს კი არის 4 ცალი საშუალო ზომის ზეფირი. ჩვენ გაცილებით უფრო ჯანსაღ ვარიანტს გთავაზობთ – უშაქრო ზეფირს.
დიახ, მას კვერცხიც კი არ სჭირდება და შედგება მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან.
ინგრედიენტები
- 400 გ ვაშლის ხილფაფა
- 16 გ ჟელატინი
მომზადება
- ვაშლის ხილფაფა გადაიტანე რაიმე ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დაამატე ჟელატინი. კარგად აურიე და დატოვე მინიმუმ 4 წუთი გასაფუებლად.
- წყლიანი ქვაბი დადგი ცეცხლზე და აადუღე. გაათბე ხილფაფის მასა წყლის აბაზანაზე. თან ურიე ჟელატინის სრულ გადნობამდე.
- მასა გააციე და შემდეგ ათქვიფე მიქსერით ღია ფერის მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე. ამას დასჭირდება დაახლოებით ათი წუთი.
- შემდეგ ეს მასა გადაიტანე სასურველ ფორმაზე და შედგი მაცივარში მინიმუმ ერთი საათით. გამოიღე და დაჭერი!
ვაშლის გარდა შეგიძლია გამოიყენო სხვა ხილიც. ერთადერთი სიტკბო ამ დესერტში ისაა, რასაც ხილი შეიცავს. ჟელატინი კი შეძლება ჩანაცვლდეს აგარ-აგარით.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს მარტივი რეცეპტი სხვებსაც!