მოხარშული ჭარხალი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ისევე როგორც უმი, მოხარშულიც საკმაოდ დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე და ამავე დროს წმენდს სისხლს. მოხარშული ჭარხლისგან სხვადასხვა გემრიელი სალათის მომზადება შეიძლება. თუმცა ხარშვის პროცესი ბევრს არ მოსწონს. ამ დროს ქვაბი საკმაოდ ისვრება და რთული გასარეცხი ხდება. გარდა ამისა,ჭარხლის ხარშვისას უსიამოვნო სუნი დგება.
არსებობს გამოსავალი – ჭარხლის მოხარშვა პოლიეთილენის პაკეტში. გთავაზობთ ამ მეთოდს საფეხურებად:
აიღე საშუალო ზომის ჭარხალი და კარგად გარეცხე. კუდი არ მოაჭრა.
ჭარხალი მოათავსე მკვრივ პარკში, რომელსაც მთლიანობა დარღვეული არ აქვს. ბოსტნეულის ყოველ 250 გ- ზე დაამატე ერთი ჩ. კ. შაქარი.
ეცადე პარკიდან სრულად გამოუშვა ჰაერი. შემდეგ ის მჭიდროდ შეკარი. წამოადუღე წყალი და ჩაუშვი მასში პაკეტი.
ხარშე ნელ ცეცხლზე 25 წუთის მანძილზე.
მზა ჭარხალი პაკეტიანად მოათავსე ცივ წყალში და პერიოდულად წყალი უცვალე.
დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ჭარხალი გაცივდება. ის იოლად იფცქვნება. უკვე შეგიძლია გამოიყენო საჭიროების მიხედვით.
აი, ასე მარტივად იხარშება ჭარხალი პოლიეთილენის პაკეტში. სცადეთ და მომზადების სხვა ხეხრს აღარ მიმართავთ.
გაუზიარეთ ეს მეთოდი თქვენს მეგობრებსაც!