პასკის მომზადების მრავალი განსხვავებული რეცეპტი არსებობს. დღეს კი შემოგთავაზებთ სრულიად განსხვავებული პასკის რეცეპტს. მისი ცომი მზადდება შედედებული რძით და ყველასგან განსხვავებულად გამოიყურება. აი რეცეპტო

სააღდგომო პასკების უამრავი რეცეპტი არსებობს. მათგან ზოგი ტრადიციულია, ზოგი კი შედარებით განსხვავებული. ყველაზე ორიგინალური პასკის ცომი მზადდება შედედებული რძით. მისი მინანქარი და დეკორიც ცოტა სხვანაირია.

პასკის ცომი

ინგრედიენტები

  • 450 გ ფქვილი
  • 8 გ ვანილის შაქარი
  • 8 გ საფუარი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 250 გ შედედებული რძე
  • 80 გ კარაქი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი კვერცხის ცილა
  • ასი გ ქიშმიში
  • 180 მლ თბილი წყალი

მომზადება

  1. კომბაინის ჭურჭელში ჩააცერი ფქვილი. დაამატე საფუარი, მარილი და ვანილის შაქარი. შეურიე ერთმანეთს სათქვეფით.
  2. შემდეგ დაამატე კვერცხი და ცილა, თბილი წყალი, შედედებული რძე და გამდნარი კარაქი. შეურიე ერთმანეთს კარგად.

  1. ეს ყველაფერი შეგიძლია ხელითაც გააკეთო. მოზელვის შემდეგ ცომი გადაიტანე ზეთწასმულ ჭურჭელში. ცომი ცოტათი უნდა ეკრობოდეს ხელს.
  2. ხელებიც დაისველე ზეთით და ცომი ერთხელაც გადაზილე. შემდეგ დააფარე და დადგი თბილ ადგილას მინიმუმ 1,5 საათით. პარალელურად ქიშმიშს დაასხი ცოტა მდუღარე წყალი.

  1. 15 წუთის შემდეგ ქიშმიში გადაწურე, შეაშრე და დაამატე ცომს. კიდევ ერთხელ გადაზილე.
  2. რბილი ცომი გაყავი ორ თანაბარ ნაწილად. შეავსე ორი საცხობი ფორმა ნახევრამდე. დააფარე საკვები პარკი და დადგი თბილ ადგილას 40 წუთით.

  1. როცა ცომი ამოვა, ფორმები შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთით.

მინანქარი

ინგრედიენტები

  • 3 გ ჟელატინი
  • 60 მლ წყალი
  • ასი გ შაქარი
  • ორი გ საკვები საღებავი
  • ნახევარი ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

  1. სანამ პასკა ცხვება, მოამზადე მინანქარი. ამისთვის ჟელატინს დაასხი 20 მლ ცივი წყალი. აურიე და დადგი გასაფუებლად. საწვნე ქვაბში ჩაყარე შაქარი და დაასხი დარჩენილი წყალი.
  2. მოამზადე შაქრის სიროფი. როგორც კი ის წამოდუღდება, გადაიტანე თასში და დაასხი გაფუებული ჟელატინი. აურიე. როცა ჟელატინი გადნება, მთლიანი მასა ათქვიფე მიქსერით.

  1. სამი წუთი თქვეფის შემდეგ მიიღებ სქელ თეთრ ქაფს. პასკის მზაობა შეამოწმე ხის ჩხირით. თუ გამომცხვარია, მოასხი თავზე მინანქარი.
  2. დარჩენილი მინანქრიდან მოამზადე დეკორი. მინანქრის მასა გაყავი ორ ნაწილად. ერთს ჩაამატე რაიმე საკვები საღებავი, მეორეს კი -კაკაოს ფხვნილი. კარგად აურიე. გადაიტანე მინანქრის მასა საკონდიტრო ტომარაში და პასკა მორთე შენი გემოვნებით. გაციებული მინანქარი შეგიძლია მიკროტალღურ ღუმელში გაადნო.

შოკოლადის ბუდე

ინგრედიენტები

  • 2-3 ს. კ. შოკოლადი
  • ერთი ს. კ. ნაღები
  • ათი გ კარაქი

მომზადება

  1. შოკოლადი გაადნე წყლის აბაზანაზე და დაამატე ნაღები და კარაქი. არ მიიყვანო ადუღებამდე, ისე გადმოდგი ცეცხლიდან. გადაიტანე შპრიცში.
  2. ღრმა და პატარა მრგვალ ფიალას გარედან შემოახვე ფოლგა. კარგად მიამაგრე და გაასწორე. შოკოლადი ქაოტურად მიასხი ამ ფიალას.
  3. ფიალა ამ სახით შედგი მაცივარში ნახევარი საათით, სანამ შოკოლადი არ გამყარდება. შემდეგ მოაცალე გარეთა ნაწილი და ბუდე მოათავსე პასკაზე. დასამაგრებლად გამოიყენე ცოტა მორჩენილი მინანქრის მასა.

როგორ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი? გაგვიზიარეთ კომანტარებში. ასევე მოგვიყევით, თქვენ როგორი პასკით აპირებთ თქვენი ახლობლების გაოცებას.

გემრიელად მიირთვით! მრავალ აღდგომას დაესწარით!

კომენტარის დატოვება