სოკოს კერძებს განსაკუთრებული ნიშა უკავია კულინარულ შედევრებს შორის. მდიდარი გემო და საოცარი არომატი ყველანაირი გემოვნების ადამიანს იზიდავს. ამ პროდუქტის გემო განსაკუთრებით იხსნება სხვადასხვა სოუსში.
დღეს გთავაზობთ შესანიშნავი ნაღებიანი სოკოს სოუსის რეცეპტს. ის ძალიან უხდება ხორცისა და მაკარონის კერძებს.
ინგრედიენტები
- 150 გ ქამა სოკო
- 200 მლ ნაღები
- ერთი თავი ხახვი
- 70 მლ თეთრი ღვინო
- ნახევარი კონა ოხრახუში
- ორი ს. კ. ზეთი
- მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ქამა სოკო გარეცხე და კარგად გააშრე ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ დაჭერი თხელ ფირფიტებად. ხახვი დაჭერი წვრილად და მოშუშე ზეთში ნახევრად.
- ხახვის მასას ჩაამატე სოკო და მოშუშე მაღალ ცეცხლზე მანამ, სანამ სითხე სრულად არ ამოშრება. როცა სოკო შეიბრაწება, ჩაამატე ღვინო და ადუღე ორიოდ წუთი.
- ცეცხლს ჩაუწიე და სოკოს მასას დაამატე ნაღები. წამოადუღე და დაამატე მარილი და პილპილი. სოუსმა უნდა მიიღოს თხელი არაჟნის კონსისტენცია.
- გამოყენების წინ სოუსს მოაყარე დაჭრილი ოხრახუში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ სოუსის მომზადების ვიდეოს.
როგორც აღვნიშნეთ, ეს არომატებით გაჯერებული სოუსი ნებისმიერ კერძს უხდება.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!