ნებისმიერი ფაფის სარგებლიანობა ორგანიზმისთვის შეუფასებელია. ის გვეხმარება საჭმლის მონელების პროცესში, წონის კლებაში და საერთოდ, ცხოვრების ჯანსაღი ნირის ჩამოყალიბებაში. ბურღულეული შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს და ამით ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობის მომტანია.
დღეს ჩვენ მოგიყვებით ბულგურის ის სარგებლობაზე ორგანიზმისთვის. ეს ხორბლის ბურღულია.
ბულგური ერთ-ერთი ყველაზე კვებითი ღირებულების მქონე მარცვლოვანია. გარდა ამისა, ის შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე კალციუმით, მაგნიუმით, რკინით და ფოსფორითაც კი.
ბულგური ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას, რაც საკმაოდ პრობლემატური საკითხია ასაკოვანი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, როცა ასაკთან ერთად მიმნდენარეობს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა და ისინი ადვილად ტყდება. ამასთან ბულგურის ფაფაში არის ცილების საკმაო რაოდენობა, რომლებიც აძლიერებს კუნთოვან სისტემას.
ბულგური სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც, ვინაიდან შეიცავს მაგნიუმს და B6 ს. მასში შემავალი რკინა კი ანემიის საპროფილაქტიკო ეფექტური საშუალებაა.
ბულგური ასუფთავებს ნაწლავებს სხვადასხვა შლაკისა ტოქსინისგან. ებრძვის შებერილობას და ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.
უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით ბ…… ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროცესს.
ბულგურის ბურღულს იყენებენ სახის ნიღბებისთვისა და სკრაბებისთვისაც მასში ვიტამინებისა და მიკროელემენტების არსებობის გამო.
კალორიულობის მიუხედავად, ბულგურს მიირთმევენ დიეტის დროსაც, ვინაიდან ის დიდი ხნით ანაყრებს და თან ხელს უწყობს მონელების პროცესს. თუმცა პორციების დაცვა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
იცხოვრეთ და იკვებეთ ჯანსაღად – მიირთვით ფაფეული, ხილი, ბოსტნეული და იმოძრავეთ მეტი. გისურვებთ ჯანმრთელობას!