ერბოკვერცხის მომზადება ყველას შეუძლია და ის არც ისე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა არსებობს მისი განსხვავებული და მეტად საინტერესო რეცეპტებიც. აი მისი ერთ-ერთი რეცეპტი

კვერცხი საუზმისთვის იდეალური ვარიანტია. მას კარგი კვებითი ღირებულება აქვს, ამავე დროს, დაბალკალორიულია და ნაკლებად ცხიმიანი. კვერცხისგან უამრავი სახის კერძი შეიძლება მომზადდეს – დაწყებული უბრალოდ მოხარშვით თუ ომლეტით – ნამდვილად მეფურ კერძამდე, რომლის რეცეპტს ახლა შემოგთავაზებთ.

ერბოკვერცხი ყაბარდოულად – ნამდვილად სამეფო საუზმის ვარიანტია. მის მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე კვერცხის სხვა კერძების. თუმცა შედეგი ამად ღირს.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 20 გ მაგარი ყველი
  • 200 გ არაჟანი
  • ათი გ კარაქი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ამ გემრიელი საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდება თიხის ფორმა. თუ ასეთი არ გაქვს, გამოიყენე სქელძირიანი ტაფა, რომელსაც ყური სცილდება.
  2. ფორმის ძირში მოათავსე არაჟანი. მოაყარე მარილი და პილპილი. მასზე ათქვიფე კვერცხი. მასაც მოაყარე საკმაზი.

  1. ზემოდან მოათავსე დაჭრილი კარაქი და ფორმა შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. ამ დროში კვერცხი ცოტათი უნდა შესქელდეს.
  2. შემდეგ ფორმა გამოიღე, მოაყარე გახეხილი ყველი და შედგი ღუმელში კვლავ ათი წუთით. ფორმითვე მიიტანე სუფრათან.

ასე მომზადებულ კვერცხს აქვს სასიამოვნო ნაღების არომატი. ის მოგვაგონებს ნაზ ხაჭოს ღვეზელს. შეგიძლიათ კერძს დაჭრილი მწვანილიც მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით და ასწავლეთ ეს მეთოდი სხვებსაც!

კომენტარის დატოვება