ხშირად გვიწევს დიეტაზე ყოფნის დროს ტკბილეულზე უარის თქმა. თუმცა არსებობს ამის მარტივი გამოსავალი ხაჭოსა და ბანანის მუსით. აი რეცეპტი

არასდროს ისე არ გვინდება ტკბილი, როგორც დიეტაზე ყოფნის დროს. მაგრამ კვების სწორი რეჟიმი ტანჯვის მიზეზი არ უნდა იყოს, ვინაიდან გემრიელი და სასარგებლო ნუგბარიც უხვად არსებობს. ისინი კი სწორ კვებაში ხელს არ შეგიშლიან.

დღეს ჩვენ გთავაზობთ დიეტური და მარტივი მუსის რეცეპტს ხაჭოთი და ბანანით.

ინგრედიენტები

  • 300 გ უცხიმო ხაჭო
  • ორი ცალი ბანანი
  • ერთი ს. კ. კაკაო
  • ნიგოზი ან ნუში გემოვნებით

მომზადება

  1. შოკოლადის ფენის მოსამზადებლად ბლენდერში ათქვიფე ნახევარი ხაჭო, კაკაო და ერთი ცალი ბანანი.
  2. თეთრი ფენის მისაღებად კი ბლენდერში ათქვიფე ხაჭოს მეორე ნახევარი და კიდევ ერთი ცალი ბანანი. შეგიძლია მწიკვი ვანილის დამატებაც.
  3. სანაყინეში მოათავსე ჯერ მუსის თეთრი ფენა, შემდეგ კი შოკოლადის ფენა. შეგიძლია დესერტი ოთხი ფენადაც გაანაწილო მონაცვლეობით – თეთრის და შავის.
  4. მუსი ზემოდან მორთე დაჭრილი ნიგვზით ან ნუშით.

ეს მსუბუქი დესერტი სწორედ ის არის, რაც თბილ ამინდებსაც მოუხდება და დიეტასაც. ის არ იწვევს კუჭში სიმძიმის შეგრძნებას და არც წონის მატების საფრთხე გემუქრებათ.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება