ომლეტის მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ ჭირდება, თუმცა არსებობს ომლეტის მომზადების უფრო ორიგინალური და საინტერესო რეცეპტებიც. აი ერთერთი ჰაეროვანი და უგემრიელესი რეცეპტი

ისეთი კერძი, როგორიც ომლეტია, მსოფლიოს ყველა სამზარეულოში მოიპოვება და ის დილის საუზმის შეუცვლელი ნაწილია. ჩვეულებრივ, მას ცხელ ტაფაზე ამზადებენ. თუმცა არსებობს ომლეტის მომზადების სხვა ორიგინალური მეთოდიც. შედეგად ვიღებთ ძალიან ჰაეროვან, ნაზ და უცხიმო ვარიანტს – დიეტურ კერძს შესანიშნავი გემოთი. მომზადების საიდუმლო იმაშია, რომ ვიყენებთ პაკეტს. ვისაც არ უყვარს ომლეტი, ისინიც კი აღფრთოვანებაში მოდიან ამ მეთოდით მომზადებული კერძის გასინჯვის შემდეგ. უნდა გამოიყენოთ სპეციალური კულინარული საცხობი პაკეტი.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. არაჟანი
  • ნახევარი ჭიქა რძე
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ათქვიფე 4 კვერცხი, დაამატე რძე და არაჟანი.ასევა მარილი. ტკბილი ვარიანტისთვის  კი – შაქარი და დარიჩინი. კვლავ კარგად ათქვიფე.

2. ომლეტი გადაიტანე საცხობ პაკეტში. მოუკარი პირი და მოათავსე უფრო დიდი ზომის პაკეტში. წყლიანი ქვაბი დადგი ცეცხლზე და როცა ადუღდება, მოათავსე მასში ომლეტიანი პაკეტი. ადუღე ნახევარი საათი.

3. ამის შემდეგ ომლეტი გადმოიღე პაკეტიდან. მზად არის!

გემოვნების მიხედვით ომლეტს შეგიძლია დაამატო სხვადასხვა დაჭრილი ბოსტნეული, სოკო, ხორცი, მწვანილი და ა. შ…

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

 

კომენტარის დატოვება