მარხვაზე ყოფნისას ყველას ენატრება ტკბილეულობა და გემრიელი დესერტები ყავასთან. ამ პრობლემის მოგვარება კი სწორედ ამ რეცეპტით შეგიძლიათ. მოამზადეთ სამარხვო ტკბილი ძეხვი. ნუგბარი გამოდის ნოყიერი და რაც მთავარია სასარგებლოა

თუ თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც ვერ წარმოუდგენია ჩაის ან ყავის სმა ტკბილის გარეშე და თან ცდილობს არ გაექცეს წონა, ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა შეინახოთ.

ფინიკითა და კურაგით მომზადებული ტკბილი ძეხვი – ეს არის სამარხვო, ნოყიერი და ამავე დროს სასარგებლო დესერტი, რომელიც ენერგიით აგავსებთ.

ინგრედიენტები

  • 250 გ ფინიკი
  • ასი გ სეზამი
  • 150 გ ქეშიუ
  • ერთი მწიკვი დარიჩინი
  • 250 გ კურაგა
  • 50 გ მზესუმზირას გული
  • ერთი ს. კ. ფორთოხლის ცედრა
  • ერთი მწიკვი ილი

მომზადება

1. კურკაგამოცლილი ფინიკი და კურაგა ჩაალბე მდუღარე წყალში 15 წუთით. გადაწურე, გააშრე და გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში.

2. თხილეული და სეზამის პორციის ნახევარი სწრაფად მოხალე ცხელ აერღუმელში და დაამატე ჩირის ნარევს.

3. მიღებული მასა გადაახვიე ძეხვის ფორმით, ამოავლე დარჩენილ სეზამში და შეახვიე პერგამენტის ქაღალდში. შედგი მაცივარში ორიოდ საათით. მზად არის!

შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილისა და გემოვნების მიხედვით. მაგალითად, გამოიყენოთ ნიგოზი, შავი ქლიავისა და სხვადასხვა კენკრის ჩირი…

გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვისაც!

კომენტარის დატოვება