გამოცდილი დიასახლისები ყოველთვის ცდილობენ ისეთი მეთოდების მოძიებას, რომ მათი კერძები განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდეს.
არსებობს დაგროვილი ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება უფრო გავამარტივოთ მზადების პროცესი საუკეთესო შედეგების მისაღებად. ამ მიზნით ჩვენ შემოგთავაზებთ 15 ხრიკს.
- თუ გსურთ, ბრინჯი ფანტია გამოვიდეს, მოხარშვამდე ის მოხალეთ დაბალ ცეცხლზე.
- მომჭკნარი მწვანილი გაცოცხლდება, თუ მას მოათავსებთ მსუბუქი კონცენტრაციის ძმარ-წყალში.
- კარტოფილი უფრო მალე მოიხარშება, თუ წყალში დაამატებთ ერთ ს.კ. მარგარინს.
- კენკრა შეგიძლიათ გაყინვის მიზნით მოათავსოთ ფართოყელიან იოგურტის ბოთლში. ის საყინულეში არ ყანყალებს და კარგად ინახება.
- უმ ხორცს მარილი არ მოაყაროთ, ვინაიდან ის წვენს გამოუშვებს. უმჯობესია ეს გააკეთოთ შეწვის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე.
- თუ გსურთ, შემწვარი თევზი მშრალი არ გამოვიდეს, ზეთი დაასხით არა ტაფაზე, არამე წაუსვით თევზს.
- ხახვს მოშუშვამდე მოაყარეთ მარილი და შემდეგ დაბალ ცეცხლზე შეწვით. ასე ხახვის სუნი აღარ შეგაწუხებთ.
- შეწვამდე ტაფაზე მოაყარეთ ცოტა მარილი იმისთვის, რომ შხეფები ნაკლებად იყოს.
- თაფლი არ უნდა გააცხელოთ. ის გალღობის მიზნით მოათავსეთ ცხელი წყლის აბაზანაზე.
- ტაფამწვარი ფუმფულა რომ გამოვიდეს, ათქვეფილ კვერცხს შეურიეთ ცოტა ცივი წყალი – ხუთ ცალ კვერცხზე ორი ს. კ.
- გამომცხვარი ცომეული დიდხანს რომ დარჩეს რბილი, ცომს დაამატეთ ცოტა განზავებული სახამებელი.
- ჭარხალი მალე რომ მომზადდეს, ის ხარშეთ ნახევარი საათი, ნახარში წყალი გადაუწურეთ და გარკვეული დროით შეუშვირეთ ცივ წყალს.
- თუ ფუმფულა ბეზეს მიღება გსურთ, კვერცხის ცილა უნდა იყოს ძალიან ცივი, თქვეფისას კი ჩააწვეთეთ ორიოდე წვეთი ლიმონი. კვერცხის გულს კი სითბო უხდება.
- თუ გსურთ, შემწვარი ღვიძლი რბილი გამოვიდეს, წინასწარ ჩაალბეთ რძეში. შემდეგ კი ამოავლეთ მარილიან ფქვილში და შეწვით სამი წუთის მანძილზე.
- იმისათვის, რომ სტაფილოს სასიამოვნო გემო ჰქონდეს, ხარშეთ ის ათი წუთი მაღალ ცეცხლზე. მარილი დაამატეთ ხარშვის ბოლოს.
ვიმედოვნებთ, ეს კულინარული ხრიკები გამოგადგებათ სამზარეულოში. შეინახეთ ისინი და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც სოცქსელებით!