ბრიუსელის კომბოსტოს თბილი სალათა

ეს პატარა, თითქოს ‘’სათამაშო’’ კომბოსტო ბელგიური წარმოშობისაა. ის გაჯერებულია ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით. ამავე დროს, კომბოსტოს ამ ორიგინალური სახეობიდან სხვადასხვა გემრიელი კერძის მომზადებაც შეიძლება.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ბრიუსელის კომბოსტოს ერთ-ერთი კერძის ოპტიმალურ და ძალიან კარგ რეცეპტს – შესანიშნავი თბილი სალათის სახით. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ბრიუსელის კომბოსტო
  • 200 გ ქათმის ფილე
  • ორი ს. კ. სოიოს სოუსი
  • 60 გ კარაქი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • 1,5 ს. კ. არაჟანი
  • ორი კბილი ნიორი
  • ერთი პატარა სტაფილო
  • 50 გ პარმეზანი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ქათმის ფილე გარეცხე და დაჭერი საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. ცალკე ჭურჭელში მოამზადე მარინადი. ორ კბილ დაჭყლეტილ ნიორს დაამატე სოიოს სოუსი და ცოტა პილპილი. კარგად აურიე.

3. მარინადში მოათავსე ქათმის ნაჭრები და დატოვე 20 წუთით.

4. ბრიუსელის კომბოსტო წამოადუღე მარილწყალში. ეს წყალი გამოუცვალე და კვლავ მოათავსე სუფთა მდუღარე წყალში, ხარშე ხუთი წუთი, თან ჩაამატე ლიმონის რამდენიმე წვეთი.

5. როცა კომბოსტო გაცივდება, დიდი თავები გადაჭერი შუაზე და ერთად შეწვი კარაქიან ტაფაზე ოქროსფრამდე.

6. ცალკე გახეხე სტაფილო და შეწვი ზეთში ქათამთან ერთად. ათი წუთი საკმარისი იქნება.

7. ბოლოსკენ ქათამს დაამატე არაჟანი, ნიორი, მარილი, პილპილი და თუშე კიდევ ხუთიოდ წუთი.

8. მზა ქათმისა და კომბოსტოს მასები შეურიე ერთმანეთს და ზემოდან დააყარე გახეხილი ყველი. მზადაა!

აი, ასეთი გემრიელი გამოდის ბრიუსელის კომბოსტოს თბილი სალათი. ვისაც არ მოსწონს ამ კომბოსტოს გემო, ისინიც კი დადებითად შეაფასებენ კერძის განსაკუთრებულობას.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი სხვებსაც!

კომენტარის დატოვება