სალათი, გარდა იმისა რომ ძალიან სასარგებლო კერძია, საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ მისი მომზადება შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტისგან სხვადასხვა კომბინაციით. შეიხედეთ მაცივარში და რასაც აღმოაჩენთ, მიეცით მათ სალათის სახე.
დღეს შემოგთავაზებთ ასეთი სახელდახელო სალათის რეცეპტს. ამ შემთხვევაში ძირითადი ინგრედიენტებია ლორი, კვერცხი და კიტრის მარინადი. თუმცა შეცვლა ყველაფრის შეიძლება. მაგალითად, ლორისა – ხორცით, მაიონეზისა – კი არაჟნით ან იოგურტით. ყველა ახალი კომბინაციით განსხვავებულ გემოებს შექმნით. თქვენ უბრალოდ დაჭერით პროდუქტები და ისიამოვნეთ.
ინგრედიენტები
- 150 გ კიტრის მარინადი
- სამი ს. კ. მაიონეზი
- ორი ცალი მწვანე ხახვი
- სამი ცალი მოხარშულ კვერცხი
- 200 გ ლორი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშული და გაფცქვნილი კვერცხი დაჭერი წვრილად.
- ასევე წვრილად დაჭერი ლორი და მჟავე კიტრი.
- შეურიე ეს პროდუქტები, დაამატე დაჭრილი მწვანე ხახვი და მაიონეზი, მოაყარე მარილი და პილპილი. კარგად აურიე.
- გადაიტანე სალათი შესაბამის სასურველ ჭურჭელში და მიიტანე სუფრასთან.
თუ ახალი სეზონური კიტრის დროა, შეგიძლია დაამატო სალათს ან მჟავე კიტრი მთლიანად ჩაანაცვლო მისით. გემრიელია!
გაგვიზიარეთ თქვენი წარმატებული სალათების კომბინაციები!