სულ რამდენიმე წუთი და ნუგბარი მზად არის

ოლადები იოლი მოსამზადებელია სხვა კერძებთან შედარებით. სულ რამდენიმე წუთში დაბრაწული ნუგბარი მზად არის. დღეს ჩვენ გთავაზობთ ცოტა უჩვეულო, ე. წ. ,,სოკოს ოლადებს”. ერთხელ თუ გასინჯავთ, სულ მოგინდებათ მისი მომზადება.

ქამა სოკო ჯობს არ გარეცხოთ. ამის ნაცვლად, მოაფრქვიეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. ასე მთელი ჭუჭყი ფქვილს მიეკრობა. მერე კი სათითაო სოკო ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ქამა სოკო
  • 2 კბილი ნიორი
  • 100 გ ფუნთუშა
  • 150 მლ რძე
  • 1 ცალი კვერცხი
  • 3 ს. კ. სახამებელი
  • 30 გ კარაქი
  • 1 ს. კ. ზეთი
  • ცოტა მწვანილი
  • ნახევარი ჩ. კ. მუსკატის კაკალი
  • ნახევარი ჩ. კ. მაიორანი
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • 1 ჩ. კ. მარილი

მომზადება

1. სოკო გაასუფთავეთ, დაჭერით ფირფიტების სახით. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. ნიორი გაჭყლიტეთ, ფუნთუშა დაგლიჯეთ და ჩაალბეთ რძეში.

2. ტაფა გააცხელეთ და მოათავსეთ მასზე კარაქი და ზეთი. ცხიმში შეწვით ხახვი, შემდეგ კი დაამატეთ ნიორი. ორიოდ წუთის შემდეგ ტაფას ჩაამატეთ სოკო.

3. ბოსტნეული შუშეთ დაახლოებით ათი წუთი. შემდეგ დაამატეთ სანელებლები, მარილი და კარგად აურიეთ.

4. მზა სოკო გააციეთ. ამასობაში დარბილებული ფუნთუშა ჩაჭყლიტეთ ჩანგლით. სოკო ჩაყარეთ ფუნთუშასთან ერთად ღრმა თასში. დაამატეთ კვერცხი, სახამებელი, დაჭრილი მწვანილი.

5. ყველაფერი კარგად აურიეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი.

6. სოკოს მასა კოვზით დაალაგეთ ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან 2-2 წუთით, საშუალო ცეცხლზე. მზა ოლადები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

მომზადებული კერძი მიირთვით თბილი სახით არაჟანთან ერთად. ძალიან უხდება უმი ბოსტნეულის სალათა. გამოდის ძალიან მსუბუქი და საინტერესო გემოს მქონე.

გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება