მეფე არტურის სადილი: ქათმის სუფი სოკოთი და ბარდით

როგორი არომატები იფრქვეოდა სახელგანთქმული კამელოტის ცივ დარბაზებში და რა უყვარდა ყველაზე მეტად მეფე არტურს – ჩვენთვის უცნობია. მაგრამ ფაქტია: ციხე-სიმაგრის ნებისმიერი მცხოვრები უპირატესობას რაიმე ნოყიერ და ცხელ წვნიანს მიანიჭებდა. მაგალითად, ისეთს, როგორიც ჩვენი დღევანდელი ქათმის სუფია.

ეს მეფური კერძი იმსახურებს მხოლოდ ქათმის ნაზ ფილეს. ის კარით უნდა დაამარინადოთ.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ქათმის ფილე
  • ერთი ცალი ხახვი
  • ნახევარი კგ ქამა სოკო
  • ორი ცალი ბულგარული წიწაკა
  • ნახევარი კგ კარტოფილი
  • 400 გ ბარდა (დაკონსერვებული)
  • 100 მლ ნაღები
  • 1,5 ს. კ. კარი
  • მარილი
  • შავი დაფქული პილპილი
  • ერთი ს. კ. ზეთი

მომზადება

1. კარტოფილი გაფცქვენით კუბებად, ჩაყარეთ ღრმა თასში და დაასხით წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე.

2. ფილეც დაჭერით კუბებად, მოაყარეთ მას კარი და შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე. ჩაყარეთ კარტოფილიან ქვაბში. მოხარშეთ

3. ტაფაზე, სადაც იწვებოდა ფილე, მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ფირფიტებად დაჭრილი სოკო, ასევე ზოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა. აურიეთ და ხუთი წუთის შემდეგ ეს მასაც ჩაყარეთ ქვაბში.

4. სუფს დაუმატეთ დაკონსერვებული ბარდა (სითხის გარეშე), მარილი და პილპილი. ხარშეთ კვლავ ათი წუთი.

5. სუპს ჩაუმატეთ ნაღები, ორიოდ წუთი ადუღეთ და მზადაა.

სუპი გამოდის ნოყიერი და კაშკაშა ფერებით, აქვს დაბალანსებული გემო. ნამდვილად სამეფო საჭმელია. სინჯეთ თქვენც და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება