სამი პროდუქტისგან მომზადებული ორცხობილა, რომლითაც სიამოვნებით წაიხემსებთ

ამას წინათ ჩვენ აღმოვაჩინეთ ისეთი ორცხობილის რეცეპტი, რომელიც მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება და მათგან შეგიძლიათ როგორც ტკბილი, ისე მარილიანი კრეკერების მომზადება. ასევე შესაძლოა მწვანილეულის, თხილეულის , სელის თესლის და სხვა საკმაზის დამატება. მშვენიერი სასუსნავი გამოდის ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის.

დღეს შემოგტავაზებთ პიკანტური კრეკერის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 260 გ ფქვილი
  • 200 გ მარგარინი
  • 150 მლ ლუდი
  • შაქარი და სხვადასხვა საკმაზი გემოვნებით

მომზადება

  1. ოთახის ტემპერატურის მარგარინი და ფქვილი გადაზილე ერთმანეთში.

2. ამ მასას დაამატე ცოტ-ცოტა ლუდი. მოზილე ცომი, მოაგუნდავე, დააფარე ტილო და შედგი მაცივარში ნახევარი საათით.

3. ცომი გამოიღე მაცივრიდან და თხლად გააბრტყელე. დაკბილული დანით დაჭერი ცომი ჯერ ზოლებად, შემდეგ კი დიაგონალის მიხედვით. გამოდის თავისებური რომბები.

4. დაჭრილი ცომი გადაიტანე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე. თუ ტკბილი ორცხობილა გსურს, დალაგებამდე თითოეული რომბი ამოავლე შაქარში. ხოლო მლაშე კრეკერის მომზადების შემთხვევაში, პატარა ცომებს ზემოდან მოაყარე მარილი ან სხვა საკმაზი – სურვილის მიხედვით. უმჯობესია, მოამზადო ორივე ვარიანტი ერთდროულად.

5. კრეკერი გამოაცხე წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ათი წუთის განმავლობაში. ცხელი არ მიირთვა. სჯობს წახემსებამდე გააციო.

6. სულ ეს არის! სახლური კრეკერი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

გაუზიარეთ ეს უმარტივესი და უიაფესი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება