ღორის ხორცისა და წითელი კომბოსტოს კომბინაცია, რომელიც ხანგრძლივად მზადდება

ზამთრის პერიოდს ეს კერძი ძალიან უხდება – ღორის ხორცისა და წითელი კომბოსტოს ნარევი გამოგადგებათ სადღესასწაულო სუფრაზეც და რიგითი სადილობის დროსაც.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ ღორის ბეჭი
  • 1 ჩ. კ. შავი დაფქული პილპილი
  • 1 ს. კ. ბეგქონდარა
  • 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 2  ცალიდაჭრილი ხახვი
  • 1.5 კგ წითელი კომბოსტო – წვრილად დაჭრილი
  • 2 ცალი ვაშლი – გაფცქვნილი, გასუფთავებული და დაჭრილი
  • 425 მლ წითელი ღვინო
  • 200 გ წაბლი (სურვილისამებრ)
  • 2 ს. კ. კენკრა

მომზადება

  1. დაჭერით ღორის ხორცი 3 სმ სისქის ნაჭრებად. ამოავლეთ პილპილში, ბეგქონდარასა და მარილში. გადადგით გვერდზე.
  2. გააცხელეთ ორი ს. კ. ზეთი დიდ ცეცხლგამძლე ქვაბში, დაამატეთ ხახვი და მოშუშეთ ყავისფრამდე. დაამატეთ კომბოსტო და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ვაშლი და ღვინო. ამზადეთ იქამდე, სანამ კომბოსტო არ დარბილდება. ბოლოს დაამატეთ წაბლი, ერთი ს. კ. კენკრა, მარილი და პილპილი. აადუღეთ. ჩააქრეთ ცეცხლი და დაახურეთ ქვაბს 5 წუთით.
  3. გააცხელეთ ერთი ს. კ. ზეთი ტაფაზე, დადეთ მასზე ღორის ხორცი და შეწვით ორივე მხარეს, ყავისფერის მიღებამდე. ამოავლეთ ხორცი კომბოსტოს მასაში. მოათავსეთ ის კვლავ ტაფაზე, შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი.
  4. დააფარეთ ტაფას სახურავი და ხარშეთ, სანამ ხორცი ძალიან არ დარბილდება.ბოლოს კერძი უნდა გაყინოთ. დატოვეთ ის მაცივარში მთელი ღამით. თუ ძალიან გაშრა, კვლავ დაამატეთ წყალი და მოხარშეთ. შემდეგ შედგით კერძი ღუმელში 140 გრადუსზე 20-25 წუთით.

    მომზადების პროცესი საკმაოდ შრომატევადი ჩანს, თუმცა შედეგი ამად ღირს. იმედი გვაქვს, მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება