როგორ მოვამზადოთ ჯინჯერის ჩაი – 3 მეთოდი

ჯინჯერის სარგებლიანობის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ჩინეთში იცოდნენ. ის ახლაც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.თუმცა ბევრმა არ იცის, როგორ მოამზადოს მისგან ჩაი.

ამ სასმელის შესახებ ახსენდებათ ცივ ამინდებში. რა თქმა უნდა, ჯინჯერის ჩაი ხომ კარგად ათბობს და საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა. ეს ‘’რქისმაგვარი’’ ბოლქვი  შეიცავს ბევრ ვიტამინსა და ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებას. ამიტომ წარმატებით იყენებენ გაციების დროს და  გრიპის პროფილაქტიკის მიზნით. გარდა ამისა, ჯინჯერის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამით ხელს უწყობს წონაში კლებას.

ჯინჯერის ჩაის რეცეპტები

საჭირო რაოდენობის ბოლქვი გაფცქვენით უშუალოდ მოხმარების წინ. დანარჩენი შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში ორი კვირის მანძილზე. მეტი სარგებლის მისაღებად ჯინჯერი გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაასხით ცხელი (და არა მდუღარე) წყალი და შეფუთეთ. 15 წუთის შემდეგ დაამატეთ თაფლი, ლიმონი და მიირთვით.

ეს არის, ასე ვთქვათ, კლასიკური რეცეპტი. გთავაზობთ სავადსახვა ინგრედიენტის დამატებით ჯინჯერის ჩაის ორიგინალური გემოების მიღების მეთოდებს.

ჯინჯერის ჩაი დარიჩინით

ინგრედიენტები

  • ერთი ლ წყალი
  • მესამედი ლიმონი
  • 1 ს. კ. თაფლი
  • 15 გ ჯინჯერი
  • ერთი ძირი პიტნა
  • 1,5 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი ან  ერთი ჩხირი

მომზადება

  1. გაფცქვნილი ჯინჯერი დაჭერით თხელ ფირფიტებად, ლიმონი კი – წვრილ კუბებად.
  2. მდუღარეგამოვლებულ ჭურჭელში ჩაყარეთ მშრალი ინგრედიენტები. დაასხით ცხელი ადუღებული წყალი და დაამატეთ თაფლი. დადგით 15 წუთით.
  3. პიტნის ფოთლები მსუბუქად გასრისეთ და დაამატეთ ნაყენს. მზად არის!

ჯინჯერის ჩაი ფორთოხლით

ინგრედიენტები

  • 1 ჩ. კ. ჯინჯერი
  • 3-5 ცალი პიტნის ფოთოლი
  • 200 მლ წყალი
  • ფორთოხალი გემოვნებით

მომზადება

  1. ფორთოხალი დაჭერით პატარა ნაჭრებად
  2. მდუღარეგამოვლებულ ჭურჭელში ჩაყარეთ ინგრედიენტები.
  3. დაასხით ცხელი წყალი და დადგით 10-15 წუთით.
  4. დალევის წინ დაამატეთ თაფლი გემოვნებით.

ჯინჯერის ჩაი ქაცვით

ინგრედიენტები

  • 100 გ ქაცვი
  • 2-3 ძირი ჯინჯერი
  • ნახევარი ლ წყალი
  • 2 ჩ. კ. შავი ჩაი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება

  1. შავი ჩაი დააყენეთ ჩვეულებრივად.
  2. ჯინჯერი გახეხეთ, ქაცვი კი დაჭყლიტეთ.
  3. შეურიეთ ჩაის, დააყოვნეთ და დალევის წინ გადაწურეთ.

გემრიელად მიირთვით. თუმცა ბევრი არ მოგივიდეთ. როგორც ყველაფერს, ჯინჯერსაც აქვს თავისი უკუჩვენებები. თუ გაწუხებთ კუჭი ან ნაღვლის ბუშტი, სჯობს მისი რაოდენობა მინიმუმამდე შეამციროთ.

თქვენ როგორ ამზადებთ ჯინჯერის სასმელებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

კომენტარის დატოვება