გემრიელი წასახემსებელი კერძები წითელი კომბოსტოსგან

წითელი კომბოსტო ყველასთვის ნაცნობი ბოსტნეულია. გემოთ ის თავისი ნათესავებისგან განსხვავდება, მას პიკანტურობა ახასიათებს. ღია ფერის წყალობით კი კულინარიული ფანტაზიების განვითარების საშუალებას გვაძლევს.

წარმოგიდგენთ მარტივი და ორიგინალური კერძების რეცეპტებს. ისინი სასიამოვნოდ გაგაოცებენ.

კომბოსტოს ბურთები კიტრზე

დაჭლიტეთ კომბოსტო ბლენდერში. დაუმატეთ 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი, მარილი, 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი. აურიეთ. კიტრზე გააკეთეთ გრძივი ხაზები, დაჭერით წრეებად. წრეებზე მოათავსეთ ბეკონის ნაჭრები. წყალში ჩალბობილი კომბოსტოს ბურთულები ბეკონის ზევიდან დაალაგეთ.

ბოსტნეული სალათა კომბოსტოს კონუსებში

აურიეთ ჯამში რუკოლას ფოთლები და კუბიკებად დაჭრილი ქათმის მკერდი ბულაგრულ წიწაკასთან. დაუმატეთ დაჭრილი კიტრი და სიმინდი, მოასხით მზესუმზირის ზეთი, მარილი, პილპილი და აურიეთ. ჩაალაგეთ სალათი კომბოსტოს ფოთლებში, მიეცით კონუსის ფორმა.

ბურთულები ნავში

ქათმის ფარში აურიეთ დაჭყლეტილ ნიორთან, მარილთან და პილპილთან. მიეცით ბურთულების ფორმა, დაატრიალეთ სეზამის მარცვლებში. შეწვით მზა მდგომარეობამდე. დაალაგეთ ქაღალდის პირსახოცზე, რათა ზეთის წვეთები გაიწოვოს. ჩაალაგეთ კომბოსტოს და სალათის ფოთლებში.

ინგრედიენტები 3 სახეობის ლანჩისთვის

  • 600–700 გ წითელი კომბოსტო
  • 2 კიტრი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 3 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
  • 200 გ მოხარშული ქათმის მკერდი
  • 0,5 კონა რუკოლა
  • 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი
  • 100 გ ბეკონი
  • 200 გ ქათმის ფარში
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ. სეზამის მარცვლები
  • მარილი, შავი პილპილი, მზესუმზირის ზეთი
  • დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ მოვამზადოთ სადღესასწაულო ლანჩი წითელი კომბოსტოსგან, მოთხრობილია ამ ვიდეოში. წარმატებებს გისურვებთ ექსპერიმენტებში!

კომენტარის დატოვება