ავსტრალიურმა საქველმოქმედო ორგანიზაცია “Beddown”-მა ხალხის დახმარება ორიგინალური გზით გადაწყვიტა. მათ მოაფიქრდათ ორიგინალური იდეა თავშესაფრის მოწყობის შესახებ იმ ადგილებში, რომლებიც საკმარისად დიდი და თანაც ვაკანტურია ღამის განმავლობაში – ასეთ ადგილად კი მათ საპარკინგე სივრცეები შეარჩიეს. ორგანიზაციამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საპარკინგე კომპანიას სთხოვა დახმარება ამ იდეის განხორციელებაში და ისინიც ბრისბეინის ტერიტორიაზე ორ კვირიან გამოსაცდელ ვადაზე დათანხმდნენ.
ასე გამოიყურებოდა საპარკინგე ზონა იქამდე, სანამ საქველმოქმედო ორგანიზაციის ჯგუფის წევრებმა და მოხალისეებმა მის გადაკეთებაზე დაიწყეს მუშაობა. ისინი მონდომებით მუშაობდნენ იმისათვის, რომ უსახლკარო ადამიანებისათვის უსაფრთხო გარემო შეექმნათ, სადაც ისინი მთელ ღამეს მშვიდად გაატარებდნენ. საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეს იდეა ღამით, ცარიელი პარკინგის დარბაზის გავლისას მოუვიდა თავში. გეგმების ზედმიწევნით დაწყობის შემდეგ მან საკუთარ ორგანიზაციასთან ერთად ეს იდეა რეალობად აქცია.
ამ ქველმოქმედების მთავარი მიზანი დღის განმავლობაში ხშირად გამოყენებადი ადგილების თავშესაფრად გადაქცევა იყო ღამის პერიოდში. უსახლკარო ადამიანების უმრავლესობა უძილობისგან იტანჯება მათი საცხოვრებელი პირობების გამო და ამას ისეთი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა დეპრესია, დიაბეტი, ჭარბწონიანობა, მეხსიერების დაკარგვა და ასევე სერიოზული კოგნიტური ფუნქციების დარღვევა. მათ ასევე ძილისას ემუქრებათ იმ პატარა ქონების მოპარვაც, რომელიც მათ შეგროვებული აქვთ.
საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებმა პარკინგის სტუმრებს ასევე ექიმების, მედდების, სტომატოლოგებისა და დალაქების სერვისებიც კი შესთავაზეს. ასევე მათ უსახლკარო პირებს ახალი სამოსიც დაურიგეს და თავის მოწესრიგებისა და სერვისებით სარგებლობისათვის სპეციალური ადგილიც გამოუყვეს.
საცდელი პერიოდის შემდეგ ორგანიზაციის წევრებმა ასეთი სტატისტიკური შედეგები მიიღეს:
- საძილე ზონის სტუმრების 77% მამაკაცი იყო, 23% ქალი
- მათ ძილი საშუალოდ 5 დან 4.5 ქულით შეაფასეს
- სტუმრების 100% თავს დაცულად გრძნობდა მათი თავშესაფარში ყოფნის განმავლობაში
- ადგილების შევსების გამო 9 ადამიანი უარით გაუშვეს უკან ერთ-ერთ ღამეს
- ყველაზე ახალგაზრდა სტუმარი, რომელმაც პარკინგის ზონაში დაძინება ისურვა 15 წლის იყო
აღნიშნული პრეცენდენტის შედეგად კრეატიული საქველმოქმედო ორგანიზაციის აქციამ თითქმის მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიპყრო და უდიდესი მოწონებაც დაიმსახურა სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან.