კექსი ,,მაზურკა” – ეს ნაციონალური პოლონური კერძია, რომელსაც პასკის რეცეპტის მიხედვით ამზადებენ. დესერტი გაფორმებულია ჩირითა და კაკლეულით, ზემოთ კი ადებენ მურაბას, კანფეტს ან კრემს. გამოდის დაუჯერებლად გემრიელი და ლამაზი საკონდიტრო ტკბილეული.
მაზურკას რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ჩვენ დღეს გთავაზობთ, ჩვენ დღეს ტრადიციულ ტიპს გთავაზობთ ჩირითა და თხილით. ეს ნამცხვარი საკმაოდ იოლი მოსამზადებელია და უგემრიელესი გამოდის.
ინგრედიენტები
- ნახევარი ჭიქა შავი ქლიავის ჩირი
- ნახევარი ჭიქა კურაგა
- ნახევარი ჭიქა ქიშმიში
- ერთი ჭიქა ნიგოზი
- 3 ცალი კვერცხი
- ერთი ჭიქა ფქვილი
- ერთი ჭიქა შაქარი
- 100 გ მარგარინი
- ნახევარი ჩ. კ. სოდა
- 2 ს. კ. ლიმონის წვენი
- 2 ს. კ. თაფლი
მომზადება
1. ჩირები დაჭერით წვრილად, ქიშმიში კი გარეცხეთ და გააშრეთ, დააქუცმაცეთ ნიგოზიც.
2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად კარგად. გააგრძელეთ თქვეფა და თან ფქვილი ჩაამატეთ.
3. სოდა გახსენით ძმარში და ჩაამატეთ ცომში. გაადნეთ მარგარინი, ცოტათი გააციეთ და ჩაამატეთ დარჩენილ ინგრედიენტებს ლიმონის წვენთან და თაფლთან ერთად.
4. ცომში ჩაყარეთ მომზადებული ნიგოზი და ჩირი. კარგად აურიეთ.
5. საცხობ ფორმას ჩაამატეთ პერგამენტი და წაუსვით ცხიმი. ცომი ჩაასხით ფორმაში. გამოაცხეთ 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში, სანამ ქერქი არ დაებრაწება.
არომატული კექსი ,,მაზურკა” შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი სახით. კექსს ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა ან წაუსვათ რაიმე კრემი.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!