უკვე ერთი თვეა მსოფლიო და საქართველო საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. კორონავირუსის გამო, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, ყველაფერი დახურულია.
დასაქმებულები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.
კორონავირუსის პანდემია ცნობილ ადამიანებსაც შეეხო, მანდილოსნებისთვის ყველაზე რთული სილამაზის სალონების დახურვა აღმოჩნდა.
„პრაიმ ტაიმმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა და გთავაზობთ ცნობილი ქართველების მიერ, გამოგზავნილ ფოტოებს, სადაც ისინი მაკიაჟის გარეშე არიან გადაღებული.
თუ მათ მიერ გამოგზავნილი ფოტოებით ვისმჯელებთ, სალონების დაკეტვით მათ სილამაზეს დიდი არაფერი დაკლებია.
ჩვენს ექსპერიმენტში მონაწილეები საკმაოდ მომხიბვლელები არიან საოჯახო ფორმაშიც.