სუფი – თხიერი კერძი, მას ძირითადად სადილის დროს მიირთმევენ. დღესდღეობით, დაახლოებით, ას ორმოცდაათი სახის წვნიანი არსებობს.
გთავაზობთ გემრიელი წვნიანების რეცეპტებს ყოველდღიური მიღებისთვის:
გუფთის წვნიანი:
ინგრედიენტები:
ორი ლიტრი წყალი
ორასი გრამი ხორცის ფარში
ასი გრამი სტაფილო
სამასი გრამი კარტოფილი
ასი გრამი ბრინჯი
ოროცი გრამი მწვანე ხახვი
მარილი და პილპილი გემოვნებით
დაფნის ფოთოლი და მწვანილი
მომზადება:
- აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში სტაფილო და კარტოფილი
- ფარშისგან გააკეთეთ გუფთები
- როცა კარტოფილი სანახევროდ მოიხარშება, ჩაამატეთ გუფთა, დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი.
- მომზადებამდე ორი წუთით ადრე დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ხახვი
ყველის წვნიანი:
ინგრედიენტები:
ლიტრა ნახევარი წყალი
ერთ ნახევარი მდნარი ყველი
ერთი ხახვი
ოთხი კარტოფილი
მომზადება:
- გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით კუბებად, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად.
- გახეხეთ სტაფილო, წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ზეთში.
- დაამატეთ კარტოფილს სტაფილო ხახვთ და დაჭრილი ყველი.
- ურიეთ სუფს, სანამ ყველის ნაჭრები ბოლომდე არ გაიხსნება მდუღარე წყალში. მარილი დაამატეთ გემოვნებით. ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.
ყველის წვნიანი ქათმით:
ინგრედიენტები:
ოთხასი გრამი ქათმის ფილე
ორი კარტოფილი
ერთი მსხვილი სტაფილო
ას ოთხმოცი გრამი ყველი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ორი ლიტრი წყალი ან ბულიონი
დაფნის ფოთოლი და მწვანილი, სურნელოვანი პილპილი
მომზადება:
- ქათმის ფილე დაჭერით კუბებად
- კარტოფილიც დაჭერით კუბებად. სტაფილო – ნახევარრგოლებად
- შეწვით ფილე მცირე რაოდენობის ზეითუნის ზეთში
- მიიყვანეთ ბულიონი ადუღებამდე, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილი, დაამატეთ ფილეს კუბები.
- ჩაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ ათი წუთით.
- დაამატეთ ბოსტნეული და ხარშეთ ისევ ათი ან თხუთმეტი წუთი.
- ჩააგდეთ სუფში ყველი. კარგად აურიეთ, რათა ბოლომდე გაიხსნას.
- დაამატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი, აურიეთ და ჩააქრეთ
ბოსტნეულის წვნიანი:
ინგრედიენტები:
ერთი სტაფილო
ერთი ხახვი
თეთრი კომბოსტო ერთი მუჭა
ერთი ახალი კიტრი
სამი-ოთხი პომიდორი
ერთი ბულგარული წიწაკა
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
- წინასწარ გაასუფთავეთ და დაჭერით ბოსტნეული
- ჩაალაგეთ დაჭრილი ბოსტნეული ქვაბში ფენებად: პირველი ფენა სტაფილო, მეორე ხახვი, მესამე კომბოსტო, მეოთხე კიტრი, მეხუთე პომიდორი, მეექვსე ბულგარული წიწაკა.
- დააფარეთ ქსაბს და ბოსტეული ნელ ცეცხლზე მოთუშეთ (საკუთარ წვენში) ოცდაათი წუთის განმავლობაში. ქვაბი პერიოდულად შეანჯღრიეთ
- დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ.
- სუფი მზადაა, დაამატეთ უმი მწვანილი, არაჟანი, ნიორი… გემოვნების მიხედვით
რძიანი სუფ ბოსტნეულით:
ინგრედიენტები:
ერთი ლიტრი რძე
ოთხასი გრამი წყალი
ოთხასი გრამი კარტოფილი
ოთხასი გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
ასი გრამი სტაფილო
სამასი გრამი მწვანე ბარდა
ოცი გრამი კარაქი
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
- დაჭერით სტაფილო წვრილად. შეზილეთ კარაქში სანამ ის სტაფილოსფერი გახდება
- დაშალეთ კომბოსტო ცალკეულ ყვავილედად
- გაფცქვნილი კარტოფილი დაჭერით კუბებად
- აადუღეთ რძე
- წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, დაამარილეთ, ჩაამატეთ კარტოფილი და კომბოსტო. ადუღების შემდეგ სტაფილო დაუმატეთ
- ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ნახევრად მომზადებამდე, შემდეგ ცხელი რძე დაასხით და სრულად მოამზადეთ
- ბოლოს დაამატეთ ბარდა, წამოადუღეთ და დატოვეთ ასე თხუთმეტი წუთი
- წვნიანში ჩააგდეთ კარაქის ნაჭერი
გემრიელად მიირთვით!