სახლში დამზადებული ზეფირი ძალიან რბილი, ჰაეროვანი და არომატული გამოდის. გასინჯეთ ერთხელ და მას სამუდამოდ შეიყვარებთ.
ინგრედიენტები:
კენკრა 250 გ
შაქარი 680 გ
კვერცხის ცილა 2 ც
წყალი 180 გ
ლიმონმჟავა
შაქრის პუდრა
აგარ-აგარი
მომზადება:
გაასუფთავეთ 250გ რომელიმე კენკრა(მარწყვი, კურკებგამოცდილი ალუბალი, მოცვი ან მაყვალი). რბილი კებკრა ბლენდერის მეშვეობით დაამუშავეთ.
დაუმატეთ კენკრას 200გ შაქარი, 2 კვერცხის ცილადა ლიმონმჟავა. ათქვიფეთ მიქსერით 10 წთ, სანამ ისეთი არ გახდება, როგორიც ფოტოზეა.
მოხარშეთ სიროფი. ამისთვის აურიეთ 180 გ წყალი და 12 გ агар-агара. შემოდგით პატარა ცეცხლზე და დაუცადეთ გახსნას. ამის შემდეგ დაუმატეთ 480გ შაქარი. სიროფი ნელ ცეცხლზე შაქრის საბოლოო გახსნამდე უნდა გაჩერდეს. შემდეგ საშუალო ცეცხლზე დაასრულეთ სიროფის მომზადება. დაასხით ცხელი სიროფი ათქვეფილ მასას და გააგრძელეთ თქვეფა გაცივებამდე.
გაავსეთ მიღებული მასით საკონდიტრო ტომარა და მიეცით ფორმები პორციებად პერგამენტზე.
დატოვეთ სიროფი 8-12 საათით, სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა.