უგემრიელესი და სასარგებლო ტორტის რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ ჭირდება

ხაჭოს სარგებლიანობა ბევრი საკვლევი ცენტრის მიერაა დადასტურებული. ეს პროდუქტი არამხოლოდ კარგად ანაყრებს, არამედ გემრიელად გახდომაშიც გვეხმარება. ის ასევე კარგია იმით, რომ პრაქტიკულად ყველა პროდუქტს უხდება.

ხაჭოს ტორტი ჟელატინით

გაგაცნობთ რეცეპტს, სადაც რბილი ნაჭო, მომჟავო ფორთოხალი და ფხვიერი ორცხობილა ქმნიან დესერტს, რომელსაც ყველა გურმანი დააფასებს.

ეს რეცეპტი გამოცხობის გარეშე, თქვენი დესერტების რიგს შეემეტება და ერთხელ გასინჯვის შემდეგ მუდამ მოგთხოვენ დამზადებას.

ინგრედიენტები
  • 40 გ ჟელატინი
  • 150 მლ წყალი
  • 700 გ ხაჭო
  • 200 გ არაჟანი
  • 150 გ შაქარი
  • 1 ფორთოხალი
  • 150 გ ორცხობილა
  • ვანილინი
მომზადება

დაასხით ჟელატინს ცხელი წყალი და აურიეთ ბოლომდე გახსნამდე.

სანამ ჟელატინი გაცივდება, მოამზადეთ ხაჭოს მასა. დაუმატეთ ხაჭოს არაჟანი და ვანილინი გემოვნებით. კარგად ათქვიფეთ ბლენდერით.

ამ მასას დაუმატეთ გაციებული ჟელატინი და დაიწყეთ ნელ-ნელა მიღებული კრემის ფორმაში ჩასხმა. კრემის ნაწილის ჩასხმის შემდეგ აუცილებლად დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი ფორთოხალი და ცოტა ორცხობილა. გააგრძელეთ მსგავსად ფენების შევსება.

ტორტი მინიმუმ 3 საათით მაცივარში მოათავსეთ.

ის ძალიან ეფექტურად და ჰაეროვნად გამოიყურება და არ მოგერიდოთ მოამზადოთ მნიშვნელოვან დღეებშიც. სტუმრები აღტაცებულები იქნებიან.

კომენტარის დატოვება