ასეთ სიცხეში სულაც არ გვაქვს განწყობა გაზქურასთან ან ღუმელთან დიდი დრო გავატაროთ. მაგრამ, თუ სული ტკბილს გვთხოვს, რთულია უარი ვუთხრათ.
ყავის ტორტი
სახლის პირობებში მისი მომზაება ძალიან მარტივია. უფრო რთულია მოითმინოთ სანამ გაცივდება!
ინგრედიენტები
- 500 მლ წყალი
- 7 ს.კ. სწრაფად ხსნადი ჟელატინი
- 200 გ შაქარი
- 50 გ ყავა
- 500 გ არაჟანი და იოგურტი
- 200 გ ნაღების ყველი
- 250 გ შესქელებული რძე
- 1,5 ჭიქა რძე
მომზადება
დაუმატეთ 3 ს.კ. ჟელატინი გაციებულ ადუღებულ წყალს. მიეცით საშუალება კარგად შეიწოვოს წყალი.
დაასხით 40 გ სწრაფად ხსნადი ყავა და კარგად აურიეთ
ცხელ ყავას დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, ასევე ჟელატინი. აურიეთ, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გაიხსნება.
გააცივეთ ყავა და დატოვეთ მაცივარში 40 წუთით.
მოამზადეთ რძის მასა. დაასხით დარჩენილ ჟელატინს ადუღებული, მაგრამ გაციებული რძე. დაუცადეთ.
დაჭერით ყავის ჟელე კუბიკებად.
დარჩენილი რძე აადუღეთ და დაუმატეთ ყავაში. აურიეთ ეს რძე ჟელატინიან წყალთან სრულ გახსნამდე.
კრემის მოსამზადებლად, არაჟანში ან იოგურტში დაუმატეთ შესქელებული რძე და ნაღების ყველი. ათქვიფეთ.
აურიეთ კრემი ყავის მასასთან.
სპეციალური ფორმაში მოათავსეთ ყავის ჟელის ნაჭრები და დაასხით ზევიდან მიღებული მასა. მაცივარში მინიმუმ 3 საათი გააჩერეთ.
ეს მარტივი ყავის ტორტი მშვენიერი დესერტი იქნება და ნებისმიერი მაგიდას მორთავს. შეგიძლიათ ყავა კაკაოს ფხვნილით ჩაანაცვლოთ.