თითქმის ყველა დიასახლისს აქვს საყვარელი ქათმის ფილეს რეცეპტი, მაგრამ ეს ხერხი მათაც დააინტერესებთ. ღუმელში ქათამი ბოსტნეულით მარტივად მზადდება და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ჩვენ გაგიზიარებთ საიდუმლოს.
ამ კერძის მთავარი ღრსება სრული თავისუფლებაა: აქაა ხორცი, გარნირი, სოუსი თავბრუდამხვევი არომატით… სიმალაზისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილი და ესეც სავსებით საკმარისია.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 3 ც
- ნიორი 3 კბილი
- წიწაკა 1 ჩ.კ.
- მარილი 1 ს.კ.
- ქინძი 1 ჩ.კ.
- ყველი 100 გ
- მზესუმზირის ზეთი 50მლ
- ბულგარული წიწაკა 1 ც
- ბარდა 200 გ
- პომიდორი 1 ც
მომზადება
მოამზადეთ შიგთავსი ფილესთვის: გახეხეთ ყველი, დაჭყლიტეთ ნიორი და დაჭერით პაპრიკა და პომიდორი კუბიკებად. აურიეთ ინგრედიენტები ჯამში მწვანე ბარდასთან ერთად. დაამატეთ მესამედი მარილი და აურიეთ.
მოამზადეთ სოუსი-მარინადი: აურიეთ ქინძის ფხვნილი, წიწაკა, მარილი, ნიორი და ზეთი ერთ არომატულ ნარევში.
თითოეული ფილა გაჭერით ცენტრში და შიგნით დამატებითი ჭრები გაუკეთეთ. წაუსვით ქათამს შიგნიდან და გარედან სურნელოვანი ნაზავი საგულდაგულოდ.
დაალაგეთ ფილა ლანგარზე დაკრულ პერგამენტის ქაღალდზე. სჯობს თუ თითოეულ ფილეს ქაღალს შემოახვევთ. ქათმის ნაჭრები აავსეთ ბოსტნეულის მასით და 200 გრადუსზე 30 წუთით გამოაცხვეთ.