აირჩეთ კვანძი და გაიგეთ საინტერესო დეტალი თქვენ შესახებ

ხასიათი რთული რამეა და მის შესახებ გაგება მხოლოდ ფსიქოლოგიური ანალიზის ან ადამიანთან დიდი ხნის ურთიერთობის შემდეგ შეიძლება. ასევე კარგი ფსიქოლოგიური ხერხია გამსოახულება.

მოდით გავიგოთ რაღაც ახალი თქვენს ხასიათზე.

უბრალოდ აირჩიეთ ერთ-ერთი ოთხიდან.

აბა რომელ კვანძზე აკეთებთ არჩევანს?

ძალიან ცვალებადი ადამიანი ხართ, რომელსაც, როგორც ამბობენ, კვირაში 7 პარასკევი აქვს. 1 წუთის წინ ფუმფულა კურდღელი იყავით, ახლა კი მზად ხართ მახვილი იშიშვლოთ. ხშირად ცვლით გადაწყვეტილებას  უკანასკნელ წუთს და არ აქვს მნიშვნელობა რა ცვლილებების წინაშე დააყენებთ სხვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თქვენი პიროვნება მაინც დამოუკიდებელი და თავისუფალია. არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ ნოტაციებს და ყველაფერს თქვენებურად გააკეთებთ.

B

ძალიან კეთილი და დამხმარე ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის მზადაა ახლობელს ხელი გაუწოდოს. გულში არასდროს იდებთ ცუდს და იშიავათად აკრიტიკებთ ადამიანს ქმედებების გამო. ხშირად წირავთ საკუთარ თავისუფალ დროს იმისთვის, რომ დაეხმაროთ მას, ვისაც ეს სჭირდება. ცხოვრებას მხოლოდ ოპტიმისტური პრიზმიდან უყურებთ და ყველაზე ცუდ სიტუაციებშიც კი პოულობთ რაიმე დადებითს.

C

თქვენი შინაგანი ენერგია დუღს და მზად ხართ ყოველდღე დაიპყროთ ახალი მწვერვალები. ყველა ცხოვებისეულ სფეროში თქვენი ენთუზიაზმის შურთ. იდეები, წინადადებები, საინტერესო ჩანაფიქრები – ყველაფერს სინათლის სისწრაფით გენერირებთ. გიყვართ დიდი და ხმაურიანი კამპანიები და უპრობლემოდ ახდენთ მათში გარევას. გიჟდებით ყურადღების ცენტრში ყოფნაზე და თქვენი ლიდერული თვისებები კოლექტივში უყვართ.

D

მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხართ, რომელიც ყველაზე სერიოზულ კონფლიქტებსაც კი აცხრობს. ყველა საკამათო სიტუაციას დიალოგის გზით წყვეტთ და გჯერათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იპოვნით კომპრომისს. დრამები და ჩხუბი უადგილოდ თქვენი საქმე არაა. ჭიანჭველას სპილოდ არ აქცევთ და კონფლიქტებს უფრო მარტივად უდგებით. თქვენი მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ამის უფლებას გაძლევთ.

კომენტარის დატოვება