თუ თქვენს პატარას ნამცხვარი “ბარნი” უყვარს, შეგიძლიათ სახლში გამოუცხოთ. აი რეცეპტი

მაღაზიაში ტკბილეულის შეძენისას, ყველა მზრუნველი დიასახლისი ყურადღებით კითხულობს შემადგენლობას, რათა სახლში ხარისხიანი პროდუქტი მიიტანოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე პატარებს ეხებათ. მათი ორგანიზმი გაცილებით მგრძნობიარეა და ქიმიურ დანამატებს ცუდი გავლენა ექნებათ.

მაგრამ, უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ მათ მომზადებაში, ვიდრე მათ ძებნასა და კვლევაში. სახლში დამზადებული ტკბილეული ნატურალური იქნება. ყველამ იცის პოპულარული საბავშვო ორცხობილას “ბარნის” შესახებ, რომელზეც ბავშვები გიჟდებიან. შეგიძლიათ ეს გემრიელი დათუნია თავად მოამზადოთ.

ინგრედიენტები

კვერცხი 3 ც

შაქარი 100 გ

ნაღების კარაქი 100 გ

ხორბლის ფქვილი 180 გ

გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ.

შესქელებული მოხარშული რძე 100 გ

მომზადება

ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან. დაასხით დამდნარი ნაღების კარაქი.

ცალკე ჭურჭელში აურიეთ ფქვილი გაამფხვიერებელთან. პატარა პორციებად დაასხით მიღებული მასა კვერცხის მასას და საგულდაგულოდ აურიეთ. ცომი ნოტიო უნდა გამოვიდეს.

შეავსეთ მისით ფორმები ნახევრამდე. თითოეულ ფორმაში 1 ჩ.კ. მოხარშული შესქელებული რძე ჩაამატეთ და დაამატეთ დარჩენილი ცომი.

ფორმები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით მოათავსეთ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ დათვის ფორმის სილიკონის ფორმები, თუ ასეთი არ გაქვთ, არ იდარდოთ. აიღეთ კექსისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი ფორმები, გემოზე ის გავლენას არ მოახდენს. მომზადების პროცესში ბავშვები ჩართეთ და ის უფრო მხიარულად და შეუმჩნევლად ჩაივლის.

კომენტარის დატოვება