გაუკეთეთ ყაბაყს ორიგინალური შიგთავსი

ყაბაყი ხორცის ფარშის, ბოსტნეულის და სწორი სუნელების შიგთავსით – ამ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გემრიელი კერძი გახდება.

საქმე არომატულ და ნამდვილად საზაფხულო შიგთავსშია. შეგიძლიათ მოთუშოთ როგორც გაზქურაზე, ისე ღმელში. ორიგინალურ რეცეპტში ყველი არ მოიაზრება, მაგრამ მოყვარულებს ვურჩევთ გახეხილი მაგალი ყველი კერძს მომხადებამდე 5-7- წუთით ადრე მოაყარონ.

ინგრედიენტები

ყაბაყი 2 ც

ხახვი 1 ც

ბულგარული წიწაკა 0.5 ც

წიწაკა ჩილი 1 ც

ტომატის წვენი 1.5 ჭიქა

ღორის ფარში 300 გ

ნიორი 3 კბილი

ოხრახუში, მარილი, შავი პილპილი

მომზადება

გარეცხეთ ყაბაყი. ჩანგლის დახმარებით დაკაწრეთ თითოეული მათგანი მთელ სიგრძეზე. ბოსტნეული შუაში გაჭერით და ორად გაყავით.

ამოაცალეთ სირბილე და კოვზით ცოტაოდენი ჩაღრმავება გააკეთეთ. რბილი ნაწილი დაჭყლიტეთ.

აურიეთ გახეხილი ხახვი, ყაბაყის დაჭყლეტილი სირბილე, ფარში, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული და ცხარე წიწაკა, მწვანილი, მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი.

დააწყვეთ ღრმა ტაფაზე და დაასხით წვენი. დაახურეთ თავსახური და მოამზადეთ ყაბაყი ფარშით ტაფაზე 30 წუთი. მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისთვის ჭურჭელი ფოლგით გადახურეთ და 40 წუთი გამოაცხვეთ.

ბოსტნეული ტომატის წვენს და ფარშს იდეალურად იწოვს.

კომენტარის დატოვება