მარწყვი წელიწადში მცირე დროით გვანებივრებს, ამიტომაც საჭიროა მისი მაქსიმალურად გამოყენება მოვასწროთ. შეგიძლიათ ნედლი მარწყვი ზამთრისთვის გაყინოთ და შემდეგ მისგან ნამცხვარი გამოცხვოთ. წარმოგიდგენთ ჯადოსნური სტრასბურგული მარწყვის დესერტის რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 250 გ ფქვილი
- 400 გ მარწყვი
- 400 გ ხაჭო
- 125 გ ნაღების კარაქი
- 200 გ არაჟანი
- 3 კვერცხი
- 11 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. სახამებელი
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
- შაქრის პუდრა
მომზადება
ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და 3 კოვზი შაქარი. აურიეთ.
ფქვილს შეურიეთ კუბიკებად დაჭრილი ნაღების კარაქი. ერთგვაროვანი მასა უნდა გამოგივიდეთ.
დაუმატეთ 1 კვერცხი და მოზილეთ ცომი. თუ ხელში მსოახელთებელი არაა, რამდენიმე კოვზი ცივი წყალი დაუმატეთ.
ცომი გამოსაცხობ ფორმაში გადაიტანეთ და გვერდები მოუმრგვალეთ. ცოტახანი მაცივარში მოათავსეთ.
შეუდექით შიგთავსს. დარჩენილი კვერცხი გაყავით გულებად და ცილებად. გულები ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, ხაჭო, სახამებელი და 6 კოვზი შაქარი. ყველაფერი მიქსერით აურიეთ.
ცალკე ათქვიფეთ ცილა. დაუმატეთ ხაჭოს მასას. მიიღებთ ჰაეროვან, ფუმფულა მასას.
ცომის ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და მასზე ხაჭოს მასა მოათავსეთ. გამშრალი მაწრყვი ზევიდან გაანაწილეთ. დარჩენილი შაქარი და დარიჩინი აურიეთ და ნამცხვარს ზევიდან მოაყარეთ. ღუმელში 40 წუთით შედეთ. გაციების შემდეგ შაქრის პუდრა მოაყარეთ.
ეს განსაკუთრებული დესერტი შეგიძლიათ მარწყვის ნაცვლად სხვა კენრითაც მოამზადოთ. მიმართეთ ექსპერიმენტებს!