როგორ მოვამზადოთ გემრიელი ნუტელა თხილის გარეშე?

ზაფხულის პერიოდში გვინდება რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმოთ საყვარელ საქმიანობას და ჰობებს. ამისთვის დიდხნიანი სახლის დალაგება და სამზარეულოში გრძელვადიანად ყოფნა ნამდვილად არ გამოგვადგება. მაგრამ, დილით გემრიელი საუზმე აუცილებელია!

გთავაზობთ საღამოს ნუტელა მოამზადოთ, თხილის გარეშე, დილით კი პურზე, ფუნთუშაზე თუ ბლინზე წასასმელ უგემრიელეს და სასარგებლო მისაყოლებელს მიიღებთ. ასეთი შოკოლადის კარაქი გულგრილს ვერავის დატოვებს.

ინგრედიენტები

ხაჭო 500 გ

კვერცხი 2 ც

ნაღების კარაქი 100 გ

შაქარი 120 გ

კაკაოს ფხვნილი 2 ს.კ.

სოდა 1 ჩ.კ.

მარილი

მომზადება

ღრმა ჯამში აურიეთ ყველა ინგრედიენტი და ბლენდერის მეშეობით ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ.

ხაჭოს მასა წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ და მუდამ ურიეთ. ხარშეთ იქამდე, სანამ თხევადი არ გახდება და შოკოლადის ფერს არ მიიღებს. ნუტელა გააცივეთ და მოხერხებულ ჭურჭელში გადაიტანეთ, თავზე დაახურეთ და მაცივარში 2 საათით მოათავსეთ.

ეს ტკბილი პროდუქტი გამოიყენეთ არამხოლოდ ტოსტებზე და ბუტერბროდებზე წასასმელად, არამედ ბლინების და დესერტების შიგთავსადაც. ნუ შეინახავთ 3-4 დღეზე მეტხანს.

კომენტარის დატოვება