მეგობრებთან ერთად ხმაურიანი თავშეყრა წარმოუდგენელია პიცის გარეშე. ყველას მოსწონს პიცის გამოძახების იდეა და მისი ლოდინი ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივ პერიოდად იქცევა ხოლმე. არ გიფიქრიათ მოამზადოთ ეს საოცარი კერძი თავად, სულ რაღაც 12-15 წუთში?
ინგრედიენტები
წყალი 300 მლ
ხორბლის ფქვილი 500-650 გ
მზესუმზირის ზეთი 2-3 ს.კ.
მარილი, შაქარი, საფუარი
კეტჩუპი 2 ს.კ.
მაიონეზი 2 ს.კ.
მდოგვი 1 ჩ.კ.
შავი პილპილი
მაგარი ყველი 200 გ
ბეკონი 100გ
შაშხი 100 გ
სიმინდი 100 გ
კიტრი 50 გ
ბულგარული წიწაკა 1 ც
მომზადება
- ღრმა ჭურჭელში აურიეთ საფუარი ფქვილთან, დაამატეთ მარილი და შაქარი. ნელ-ნელა დაუმატეთ წყალი და მოზილეთ ცომი, იქამდე, სანამ ხელებზე მოწებებას არ შეწყვეტს.
- წაუსვით ცომს მზესუმზირის ზეთი და კვლავ მოზილეთ. მშრალი ცომი გადაიტანეთ ჭურჭელში, დაახურეთ თავზე და სითბოში დატოვეთ.
- გარეცხეთ და გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, დაჭერით წვრილ ნაჭრებად, ასევე კიტრი, ბეკონი და შაშხი. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი.
- მოამზადეთ სოუსი: აურიეთ ეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი, პროვანსული ბალახი თუ მოგეპოვებათ და შავი პილპილი.
- ღრმა ჭურჭელში აურიეთ დაჭრილი კიტრი, წიწაკა, შაშხი, ბეკონი და დაკონსერვებული სიმინდი.
- გაბრტყელეთ ცომი თხლად, წაუსვით სოუსი და დააწყვეთ მასა.
- ფრთხილად დაახვიეთ ცომი რულეტის მსგავსად, დაჭერით პორციებად, დაახეხეთ ყველი და პერგამენტიანი ლანგრით შედგით ღუმელში.
180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში პიცა 12-15 წუთი გააჩერეთ. ვიზუალიზაციისთვის გთავაზობთ ვიდეოს:
შეგიძლიათ ყველი შიგთავს თავიდანვე დაუმატოთ. მიიტანეთ სუფრასთან ტომატის წვენთან ერთად.