როგორ მოვამზადოთ იტალიური სოფლური ღვეზელი. ყველაზე გემრიელი ღვეზელი მსოფლიოში!

თუ ჩვეულებრივი ნამცხვრები მოგბეზრდათ და რაიმე ეგზოტიკურის მომზადება გსურთ, იტალიურ პროვინციულ ღვეზელს გთავაზობთ. ერთი შეხედვით, ის ჩვეულებრივ ჰგავს, მაგრამ მაშინვე ამოიცნობთ განსხვავებას, როგორც კი გასინჯავთ.

ჩვენ გასწავლით, როგორ გადააქციოთ კლასიკური ვაშლის ღვეზელი ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად. გაგიმხელთ საიდუმლოს, მიირთვით თბილი ვანილის ნაყინის ბურთულასთან ერთად – ასე გემო უფრო აშკარა გახდება.

ინგრედიენტები

  • 180 გ ფქვილი
  • 4 ვაშლი
  • 2 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 125 მლ რძე
  • 4 გ გამაფხვიერებელი
  • მარილი

მომზადება

თავიდან განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან და კარგად ათქვიფეთ გულები 3 ს.კ. შაქართან ერთად სრულ გახსნამდე.

როცა მასა გაღიავდება, დაამატეთ 25 გ დამდნარი ნაღების კარაქი, რძე და საგულდაგულოდ აურიეთ.

დაამატეთ მარილი, გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ისევ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შემდეგ გამოსაცხობ ფორმას გადააკარით პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ცომი.

გაასუფთავეთ ვაშლი ქერქისგან, დაჭერით ფირფიტებად და დააწყვეთ ცომზე.

ზევიდან ღვეზელს დაასხით დარჩენილი კარაქი და მოაყარეთ შაქარი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და 35 წუთი გამოაცხვეთ.

გემრიელი ვაშლის ღვეზელი იდეალური დესერტია მეგობრებთან ერთად პირის ჩასატკბარუნებლად. ის განსაკუთრებული კომფორტის განცდას ბადებს.

კომენტარის დატოვება