გიყვართ ვარდები? ხავერდოვანი, არომატული ფოთლები სილამაზით მართლაც გვიტაცებენ. ამ ყვავილზე მსოფლიოში უამრავი ლეგენდა და მითი არსებობს. ერთ-ერთი ძველბერძნული მითის მიხედვით ვარდი აფროდიტას სხეულზე ზღვის ქაფისგან წარმოიშვა და არომატით დიონისე მოხიბლა.
ვარდების ტიპები ბევრნაირია და ყველა მათგანი სუნით და ფერით განსხვავდება. შეხედეთ სურათს და აირჩიეთ სასურველი მათგანი. არჩეული ვარდი თქვენს ხასიათს გამოააშკარავებს.
ვარდები სიყვარულის და ვნების სიმბოლოდ ითვლებიან. როცა პარტნიორი ქალს ვარდების თაიგულს ჩუქნის, სიტყვები საჭირო აღარაა, ყვავილი ყველაფერს ამბობს. ყოველთვის დააკვირდით ვარდებს, რომელსაც გჩუქნიან და მიხვდებით, როგორი ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე.
ასეთ ვარდებს გულწრფელი, გულღია ადამიანი ირჩევს. თამამი, მიზანდასახული პიროვნება კარგი ინტუიციით. წითელი ვარდების მოყვარულებში თავის მართლებას ადგილი არ აქვს. მათ იციან რა სურთ და მიზნებს აღწევენ კიდეც.ხშირად ეჯახებიან სტრესს იმის გამო, რომ მუდამ ჩქარობენ და დასვენება ავიწყდებათ. უნდა ისწავლოთ დროდადრო მოდუნება. გაისერინეთ პარკში, უყურეთ კარგ ფილმს, წამოწექით დივანზე საყვარელი წიგნით…
ყვავილის უჩვეულო ფერის არჩევა გამორჩეულ ხასიათზე მიგვითითებს. გიყვართ გარშემომყოფებზე ზრუნვა. ნათესავები თქვენთვის პირველ ადგილზე არიან.მიუხედავად იმისა, რომ ალტრუისტული ნიშნები გაქვთ, სჯობს ღია იყოთ. რთულ სიტუაციებში გარესამყაროსგან გამარტოება გჩვევიათ. ისწავლეთ გარისკვა, არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ცხოვრებას მაშინ რეალურად შეიგრძნობთ.
ასეთი არჩვენი მგრძნობიარე ადამიანზე მიუთითებს, ემოციები საშუალებას არ გაძლევთ სამყაროში საკუთარი მნიშვნელობა გაიაზროთ. ხშირად თავს კომფორტულად არ გრძნობთ. შეწყვიტეთ სხვისი აზრის გამო ნერვიულობა, მოდუნდით.
გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ, შემოქმედი ნატურა. თქვენთან ნებისმიერ რამეზე შეიძლება საუბარი, ახალ ნაცნობობის და თავგადასავლების მიმართ გულღია ხართ. შეწყვიტეთ საქმეების შუა გზაზე მიტოვება, იყავით დაჟინებული და იპოვნეთ თქვენში ძალა გამოიჩინოთ ინტერესი იმის მიმართ, რითიც ხართ დაკავებული.
ნაზ ყვითელ ვარდებს ირჩევენ შრომისმოყვარე ადამიანები. თქვენ საკმარისად დისციპლინირებული ხართ იმისთვის, რომ ოცნებები ცარიელი მოცემულობა არ იყოს. უდნა დაფიქრდეთ პირად ცხოვრებაზე: გაუზაირეთ ბედნიერება საყვარელ ადამიანს. ეს გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე მარტოყოფნით დარდი.
გიყვართ გეგმების სამომავლოდ დაწყობა, მაგრამ აწმყო გავიწყდებათ. იმის მაგივრად, რომ იოცნებოთ, სურვილების რეალიზებას ახლავე შეუდექით!