როგორ მოვიცილოთ 10 წელი?

ქალი ყველა ასაკში მშვენიერია, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა მიიღო კომპლიმენტები, რომ საკუთარ ასაკზე უმცროსის შეხედულება გაქვს. განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ. სტილისტი და ტელეპროგრამის “10 წლით ახალგაზრდას” წამყვანი ქეით გერშუინი დარწმუნებულია რომ 10-15 წელს მარტივი ხრიკებით მოვიკლებთ მძიმე არტილერიის ჩართვის გარეშე.

როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად

გახდით
არაფერი ისე არ ამატებს ასაკს, როგორც ზედმეტი კილოგრამები. მათგან განთავისუფლება პირველი ხერხია, რაც 100%-ით აახალგაზრდავებს.

დაივიწყეთ “ცხენის კუდის” ვარცხნილობა და თმის სარჭები
საინტერესო დაკვირვებაა, რომ რაც უფრო დიდია ქალი, მით უფრო მოკლე თმა აქვს. მაგრამ, მოსაზრება რომ ქალს ასაკში ლოკონები აღარ უნდა ჰქონდეს, სტერეოტიპია. ქალი გრძელ თმაში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაწნავი წელამდე ჰქონდეს. ბეჭებამდე იდეალური ვარიანტია.

ასეთი სიგრძით მოვლასაც ადვილად მოახერხებთ.ასევე, უარი თქვით ისეთ ვარცხნილობებზე, რომელიც ასაკს გათქვამს. კიდევ ცხენის კუდზე, სარჭებზე… საუკეთესო ვარიანტია გასწორებული თმა ან მსუბუქი ტალღები. ბუნებით ღია ფერის თმის პატრონებმა მუქად შეიღობოთ, ეს ასაკს მოგიმატებთ.

ატარეთ გახეული ჯინსი
ქეითის აზრით, ქალები კონსერვატიული სტერეოტიპებისგან უნდა გათავისუფლდნენ. მკაცრი შარვლების ან “40 წლისთვის განკუთვნილი შარვლების” მაგივრად, ჯინსები უნდა ატარონ. შესაძლოა გახეულიც კი. მაგრამ არ აირჩიოთ ჭაზე ფერები, კომიკურად რომ არ გამოიყურებოდეთ.

სამოსის ნათელი ფერთა გამა
სამოსის ფერიც კი გაგაახალგაზრდავებთ. აირჩიეთ პასტელური გამა და გააკეთეთ ნათელი აქცენტები. მაგრამ არა მჭახე! ქაშმირის, ატლასისა და აბრეშუმის ნაზი ნათელი ფერები ახალგაზრდობის განსაკუთრებულ ელფერს შეგძენთ.აქსესუარებიდან აირჩიეთ ვარდისფერი ოქრო, ის კანს უფრო აბრწყინებს.

მიჰყევით მოდას
არაა საჭირო თინეიჯერული ნივთები ატაროთ, მაგრამ მოდური შეხამება და ძირითადი ტრენდები საკუთარ იმიჯში უნდა ასახოთ. მაგალითად ატარეთ ტრაპეცია ქვედაბოლო და დიდი ზომის პალტო, მოდური ჯინსი და უბრალო თეთრი მაისური და უფრო ახალგაზრდული იერი მოგეცემათ.თვალი ადევნეთ მოდას და გააფორმეთ გარდერობი. თუ ქალი თანამედროვედ გამოიყურება, არ აქვს მნიშვნელობა პასპორტში რა უწერია.

თავის მორთულობა
იცოდით, რომ ქუდი 10-20 წლით აახალგაზრდავებს? ასეთი მარტივი აქსესუარი საოცრების მომხდენია.  მოირგეთ “შლიაპა” ან ბერეტი.

ყველა სხვა აქსესუარი დიდი ზომის არჩიეთ, რადგანაც პატარა და წვრილი მძივები ასაკს მნიშნელოვნად მატეს. თუ სათვალეს ატარებთ, უარი თქვით შეუმჩნეველ ვარიანტებზე, შავ და ყავისფერ ჩარჩოზე, ის უხეში და კარგად გამოკვეთილი უნდა იყოს. საუკეთესო ანტიასაკობრივი დამხმარე მოდური მზის სათვალეებია. საათები კი მამაკაცური სტილის აირჩიეთ.

სწორი ჩანთა
მარტივი წესი არსებობს: მინიატურულ ქალბატონს შეუძლია დიდი ჩანთა ატაროს, დიდს კი პატარა კლატჩი. აირჩიეთ ჩანთა თქვენი ზომების მიხედვით. თამამად მოირგეთ გადასაკიდი ჩანთა, ის მოხერხებული და თანამედროვეა.

სადაფი კოსმეტიკაში — ახალგაზრდობის მტერი
ნათელი ტექსტირები ვიზუალურად გაშორებთ კანის ასაკობრივ ნაკლს. დაიმახსოვრეთ სადაფი ახალგაზრდობის მტერია. განსაკუთრებით ნაცრისფერი, ცისფერი და ვარდისფერი ჩრდილები და სადაფის ტუჩსაცხები.იზრუნეთ კარგ კონსილერზე, გაიკეთეთ წარბის თანამედროვე ფორმა და სარკეში ანარეკლი შესამჩნევად გაახაგაზრდავდება.

როგორც ხედავთ, ახალგაზრდულობა თანამედროვეობას ნიშნავს. ყველაფერი თამაშობს როლს: წარბის ფორმიდან კაბის ფერამდე. განვითარდით მოდის და სხვა სფეროებში, მაგრამ ბრმად ნუ აყვებით ტრენდებს. მთავარია იპოვნოთ ის, რაც გიხდებათ.

კომენტარის დატოვება