პირველი მსოფლიო Cyber ომი
ბოლო ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous აპირებს კიბერ იერიშის განხორციელებას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჯგუფი მოუწოდებს ინტერნეტ ტერორისტებს, რომ მათი მხარი დაიჭირონ და პირველი დარტყმა სოციალურ ქსელ Facebook-ს მიაყენონ. დაჯგუფების აზრით ეს სოციალური ქსელი წარმოადგენს იარაღს, რომელისაც ამერიკა ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. ვიდეო რგოლი, რომელიც YouTube-ზე განთავსდა ბევრმა ადამიანმა ნახა. ვიდეოში პირდაპირ არის ნათქვამი: გინდათ გახდეთ მსოფლიოში პირველი კიბერ ომის მონაწილე?
Skype მედიცინა კანონიერი გახდება
ინგლისელი ექიმები სულ მალე პაციენტების მიღებას online რეჟიმში მოხერხებენ. სახელმწიფო ორგანოების განცხადებით ეს იქნება რევოლუციური ნაბიჯი მედიცინის სფეროში. პირველად ისტორიის მანძილზე ექიმება მედ-შემოწმებას Skype-ს საშუალებით მოახერხებენ. პირველ რიგში ცვლილება იმით იქნება კარგი, რომ მომსახურება გაცილებით იაფი ეღირება. ამასთან ერთად ზარმაც პაციენტებსაც გაუმართლათ, რადგან ძირითად შემთხვევაში მათ ექიმთან წასვლა ეზარებოდათ.
კიდევ უფრო გამძლე Gorilla Glass 2
თქვენ ალბათ გსმენიათ ამ მისტიური მინის შესახებ. თუ არ იცით მოკლედ გეტყვით, რომ კომპანია Corning აწარმოებს სპეციალურ მინას, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები მათ შორის კომპანია Samsung-იც, იყენებენ მათი ტექნოლოგიების ეკრანის დასაფარად. ეს არის რევოლუციური მინა, რომელიც არ იკაწრება და მისი გატეხვა დიდ სირთულეს წარმოადგენს. რეალურად ყოველი მეორე ადამიანი ახერხებს, რომ გაიგოს, თუ რომელი ტანსაცმელია დღესდღეობით აქტუალური.
Shopping, ეს ავადმყოფობაა
ახალი წლების დადგომასთან დაკავშირებით როგორც იცით მსოფლიოში ყველგან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ასეთი მოვლენები Shopping-ით დაავადებულ ადამიანებს არასდროს რჩებათ. ექსპერტების აზრით მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა, ხალხი მაინც აქტიურად აგრძელებს მაღაზიებში სიარულს და გაყიდვები პიკს აღწევს. მათი აზრით შოპაგოლიკების ამგვარი ქმედება შესაძლებელია დავუკავშიროთ ფსიქიკურ აშლილობას.
გაიგე მოწონხარ თუ არა გოგოს
ისევ და ისევ ბიჭებო თქვენს სამსახურში ვარ. ამ პოსტში ჩამოგიწერთ რამდენიმე რჩევას და ნიშანს, რომლებიც გამოგადგებათ გოგოებთან ურთიერთობაში. უფრო მოკლედ რომ გითხრათ, ამ პოსტის დახმარებით გაიგებთ მოსწონხართ თუ არა გოგოს. წინასწარ გეუბნებით მოწოდებით ბაბნიკებს, რომ ნუ წაიკითხავთ ამ გრძელ პოსტს იმ იმედით რომ გოგოს გამოყენების რაიმე საშუალებას გასწავლით.Last Posts
რისგან არის დამზადებული VERTU
რისგან არის დამზადებული ეს ტელეფონი, რომ 20 000 ამერიკული დოლარი ღირს. გაინტერესებთ? რამდენიმე დღის წინ იგი ამერიკის ერთ-ერთ ხელოსანს ჩაუვარდა ხელში, რომელიც მეორადი ტელეფონების ვაჭრობითა და შეკეთებით არის დაკავებული. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ სურათი, რომელზეც განთავსებულია ამ ტელეფონის ყველა ნაწილი. სიმართლე გითხრათ მე ვერ მივხვდი რა აქვს ამ ტელეფონს ამ ფასის.იგი მონაცემებით ჩვეულებრივ სმარტ-ტელეფონსაც ვერ უქაჩავს. თუმცა მას კონსიერჟი გააჩნია. Read More
პირველი მსოფლიო Cyber ომი
ბოლო ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ0ერთი ყველაზე ძლიერი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous აპირებს კიბერ იერიშის განხორციელებას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჯგუფი მოუწოდებს ინტერნეტ ტერორისტებს, რომ მათი მხარი დაიჭირონ და პირველი დარტყმა სოციალურ ქსელ Facebook-ს მიაყენონ. დაჯგუფების აზრით ეს სოციალური ქსელი წარმოადგენს იარაღს, რომელისაც ამერიკა ადამიანების წინააღმდეგ იყენებს.
ვიდეო რგოლი, რომელიც YouTube-ზე განთავსდა ბევრმა ადამიანმა ნახა. ვიდეოში პირდაპირ არის ნათქვამი: გინდათ გახდეთ მსოფლიოში პირველი კიბერ ომის მონაწილე? ეს თქვენ შეგიძლიათ. მსოფლიო მასშტაბით მიდის მოწოდებები ომის შესახებ. ექსპერტების აზრით სოციალურ ქსელზე იერიში მარტივ საქმეს არ წარმოადგენს და მას მასშტაბური მხარდაჭერა დასჭირდება. სწორედ ამის გამო ვიდეო რგოლის მეორე ნაწილში Anonymous რიგით მომხმარებელს ასწავლის, თუ როგორ უნდა შეუტიოს სოციალურ ქსელს მარტივი ხერხებით.
საინტერესო ისაა, რომ რატომ აპირებს ჯგუფი კონკრეტულად ამ სოციალურ ქსელზე თავდასხმას. როგორც იცით მარკ ცუკერბერგი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, რომ იგი მხარს არ უჭერს SOPA-ს და PIPA-ს. ლოგიკურია, რომ მარკი ანონიმების მხარეს იბრძვის, თუმცა იგი მაინც მსხვერპლია ამ ბრძოლაში. ვიდეო რგოლში ანონიმები სოციალურ ქსელს ამერიკასთან აიგივებენ, სწორედ ამის გამო მათ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდათ. ყველაფერი 28 იანვარს გადაწყდება. ეს არის თარიღი, როდესაც ჯგუფი შეტევას განახორციელებს. Read More
HP Mini 1104 ახალი მოდელი
კომპანია Hewlett-Packard-მა მისი ახალი მოდელი წარმოადგინა რამდენიმე დღის წინ. მოდელს 10.1 დიუმიანი ეკრანი გააჩნია და Cedar Trail ბაზაზეა აწყობილი. მისი გაფართოება 1024 х 600 პიქსელს შეადგენს. ოპერატიული მახსოვრობა 2 GB, ხოლო მყარი დისკი 320 GB. რაც შეეხება პროცესორს, მას Intel Atom N2600 გააჩნია. ასევე ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი GMA 3600. დამატებებს რაც შეეხება მას სტანდარტულად გააჩნია Wifi, Bluetooth 4.0 და CardReader-ი. კორპუსის სისქე 22 მილიმეტრს შეადგენს. დატენვის გარეშე მუშაობა მას 9 საათი შეუძლია. სტანდარტულ მოდელს გააჩნია Windows 7 და FreeDOS ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა. ფასი 400 ამერიკული დოლარია. Read More
ძილი სექსის შემდგომ
მიჩიგანის უნივერსიტეტის გამოკვლევაში მონაწილეობა 465-მა წყვილმა მიიღო. გაირკვა, რომ სექსის შემდეგ ძილი მეტყველებს იმაზე, რომ წყვილს შორის ნამდვილად არსებობს სასიყვარულო მუხტი. მონაწილეებმა ანონიმური კითხვარები შეავსეს სადაც მათ გრძნობების შესახებ უნდა ჩამოეყალიბებინათ აზრი. ასევე იყო რამდენიმე დამატებითი კითხვა, მაგალითად ისეთი როგორიცაა: რომელი იძინებთ პირველი სექსის შემდეგ და სხვა. გაირკვა, რომ ის წყვილები, რომლებიც მალევე იძინებენ სექსის შემდეგ, ერთმანეთისადმი მეტ სითბოს გამოხატავენ რეალურ ცხოვრებაში და ლოგინში. გამოკითხული ადამიანებიდან გაირკვა, რომ მამაკაცები პირველები იძინებენ ხშირ შემთხვევაში, ხოლო თუ სექსი მათ არ ჰქონიათ, მაშინ პირველი ქალი იძინებს. საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. Read More
სოციალური ქსელად ქცეული რელიგია
არის ორი საკითხი, რომლის შესახებაც ჩემს ბლოგზე ვერასდროს ვერ წაიკითხავდით პოსტს. ესენია პოლიტიკა და რელიგია. ამ ორი საკითხის შესახებ მე საუბარი არ მიყვარს და როგორც ხედავთ კატეგორიებიც არ მაქვს შექმნილი შესაბამისი, რომ მოქმედმა ბლოგერებმა რამე დაპოსტონ. იყო ერთი გამონაკლისი, როდესაც ორი მწერალი ერთმანეთს შევეჯიბრეთ პოლიტიკური თემის გარშემო პოსტის შექმნაზე. ამჯერად არის მეორე შემთხვევა, როდესაც მე რელიგიის შესახებ ვისაუბრებ.
განაგრძე კითხვა:
ტაქსი ახალ დაბადებულებისთვის
კარიერისტ დედებს ყოველთვის უჭირთ ყურადღების მიქცევა ბავშვებზე. ინდონეზიაში რამდენიმე დღეა, რაც მეტად უცნაური და სასაცილო სერვისი სახელად ”ტაქსი ახალ დაბადებულებისთვის” გაჩნდა. მათი მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: კარიერისტი დედა იძახებს მანქანას, ხოლო მანქანას მაქსიმუმ 1 საათი აქვს იმისთვის, რომ მივიდეს დედასთან გამოართვას რძე და მიუტანოს მის შვილს საკვებად.
ქალები რძეს ათავსებენ სპეციალურ კონტეინერში, რომელიც ჰერმეტულად იხუფება, ხოლო კურიერი, რომელმაც უნდა წაიღოს გზავნილი, მას პატარა მაცივარში ინახავს, რომელიც მის მოტოციკლეტზეა მიბმული. მომსახურება 3 დოლარიდან იწყება და 10 დოლარამდე ადის, გააჩნია მარშრუტს.
ფიკრი ნაუვალი არის ადამიანი, რომელმაც ეს სერვისი ჩამოაყალიბა. იგი თავდაპირველად ჩვეულებრივი ნივთების გადაზიდვას აკეთებდა, ხოლო მისმა მეუღლემ ერთხელ ხუმრობის მიზნით მისივე კომპანიით რძე გაუგზავნა საკუთარ შვილს. ასე დაიბადა იდეა. Read More
საოფისე ატმოსფერო და ზიანი
ამერიკის გარემოს კვლევის სააგენტოს განცხადებით, მათი კვლევა საოფისე საქმიანობის შესახებ დასრულებულია. ოფიციალური ინფორმაცია ამ ყოველივეს შესახებ დღეს გავრცელდა ინტერნეტში. გარემოს კვლევის სააგენტოს განცხადებით სამუშაო ტერიტორიის ატმოსფერო და სპეციფიკური სურნელი ადამიანს ნელი ტემპით კლავს. საღებავი, ავეჯი და სხვა საგნები, რომლებიც განთავსებულია სტანდარტულ ოფისებში გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც ადვილად ხდება ადამიანის ორგანიზმში. 2011 წლის სტატისტიკის თანახმად ბოსტონის ოფისების მომუშავე პერსონალში 31 მათგანს სისხლი დაბინძურებული აღმოაჩნდა. ექიმებმა კვლევა მათ სახლებსა და ოფისებში ჩაატარეს. ნივთიერება, რომელიც მათ ორგანიზმში იყო, ოფისში აღმოაჩინეს. ექიმების აზრით შხამი, რომელიც მათ ორგანიზმში იყო ყველგან არის, მათ შორის ჩვენს სახლებშიც, თუმცა ოფისის ვარიანტში, იქ იმდენად მეტი ნივთებია განთავსებული, რომ შხამის მაჩვენებელი მინიმუმ 2-ჯერ უფრო მეტია.
Read Moreგოგონას აზრი საქართველოს განვითარებაზე
სულ შემთხვევით შემხვდა ეს სიახლე ამ საიტზე. არ მკითხოთ საიდან მოვხვდი Gogona.Ge-ზე
მაინც არ გეტყვით
. პოსტის სათაურია განუვითარებელი საქართველო. დამაინტერესა, თუ რის შესახებ იქნებოდა ამ სიახლეში საუბარი. სიახლე რა თქმა უნდა გოგოს ეკუთვნის და მასში საუბარია სხვადასხვა საკითხზე, რომელსაც ჩამოვთვლი კითხვის გაგრძელების შემდეგ და შევეცდები მის მოყვანილ მაგალითებს შესაბამისი ლოგიკური და სწორი პასუხი გავცე.
განაგრძე კითხვა:
SOPA ანუ ბრძოლა საავტორო უფლებებზე
ინტერნეტში სერფინგის დროს შენიშნავდით, რომ ბევრ ადამიანს ავატარზე უყენია სურათი, რომელზეც წერია SOPA. ან სულაც შეხვედით საიტზე და იგი გაშავებული დაგხვდათ. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სენატში დააყენეს საკითხი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. ვინც არ იცით რა არის ინტელექტუალური საკუთრება მარტივად გეტყვით, რომ ეს არის უფლება, საკუთარ შექმნილ მატერიალურ თუ არა მატერიალურ სიკეთეზე. კონგრესის განცხადებას გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია და მას მალევე გამოეხმაურა ისეთი დიდი ინტერნეტ ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად : Facebook, Twitter, Flickr, LiveJournal და სხვა. კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით ყოვლად დაუშვებელია ასეთი რამის გაკეთება, რადგან ფაქტიურად გამოდის, რომ ნებისმიერი ადამიანის სასამართლოში მიყვანა და დაჭერა შეიძლება. ყველაზე დიდი ზიანი მიადგებათ ისეთი საიტების მფლობელებს, რომლებზეც მომხმარებელი ჭარბობს. მაგალითად არა ლიცენზირებული მუსიკალური ფაილის ატვირთვის გამო, ხმის ჩამწერ სტუდიას მიენიჭება უფლება, რომ ეს ადამიანი დააკავოს და პასუხისგებაში გადასცეს შესაბამის ორგანოებს. Read More
15 რამ, რასაც გოგოები facebook-ზე აკეთებენ
1. სტატუსებით ელაპარაკებიან მეგობრებს, შეყვარებულს, ყოფილ შეყვარებულს, მშობლებს.
მაგალითად: ”ასეთი დაქალობა რაა”
”აღარ მიყვარხარ!!!”
”დედააა, გამიშვი რაა”
2. სურათს უღებენ რასაც ჭამენ, და აწერენ ”მმ..რა გემრიელი იყო”
3. აკეთებენ ბიჭის facebook პროფილს, ყველაფერზე აკომენტარებენ, ალაიქებენ ყველაფერს, და ამით ”აეჭვიანებენ” შეყვარებულს, ან თავიანთი აზრით, ამით უფრო ”პოპულარულები” ხდებიან.
4. აკეთებენ ”ყველაზე ლამაზები”-ს პროფილს, და თავიანთ სურათებზე თაგავენ, და/ან პროფილის სურათად დებენ..
Read More



























