სისხლის წნევის მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკში – ყურადღება მიაქციეთ

ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არტერიული წნევის გაზრდა ან შემცირებაა. ის ძლიერად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.

არტერიული წნევის გაზომვისას შემდეგ ნიშნულებს ითვალისწინებენ: სისტელური – ზედა საზღვარი, რომელიც სისხლის ნაკადის შემოსკდომისას წნევის ძალას საზღვრავს. დიასტოლური – ქვედა საზღვარი, რომელიც სისხლძარღვების მდომარეობაზე აგებს პასუხს.

არტერიული წნევის ნორმად მიღებულია 120/80-ზე. მაგრამ, ყველანი უნიკალურები ვართ და შეიძლება ეს მაჩვენებელი არ გვემთხვეოდეს. უკეთ გასაგებად გამოიყენეთ ცხრილი:

 

ნათლად ჩანს, რომ წნევის ნორმა ასაკთან ერთად იზრდება, რაც გულის დაავადებებთან და ამ ორგანოს მუშაობის ცვლილებასთანაა კავშირში.

 

თუ ხშირად გრძნობთ წნევის მოქმედებას თქვენს ორგანიზმზე, აწარმოეთ დღიური. ყოველდღიურად ჩაწერეთ წნევის მაჩვენებელი. 1 თვის შემდეგ მიაკითხეთ ექიმს და გამოიკვლიეთ.

პროდუქტები, რომლებიც ზრდიან წნევას

ჩირი
სჯობს დილით ფინჯანი ყავის ნაცვლად ერთი მუჭა ჩირი მიირთვათ. ყველაზე მეტი კალიუმი ფინიკსა და გარგარშია. სასარგებლოა ასევე ქიშმიში, ქლიავი, ლეღვი. დაბალი წნევის მქონე ადამიანებმა ისინი ხშირად უნდა მიირთვან – დღეში 6-ჯერ პატარა პორციით. ნუ იქნებით ერთ ადგილას. იმოძრავეთ, რათა წნევა ნორმას დაუბრუნდეს.

თხილი
სხვადასხვანაირი თხილი შეიცავს არამხოლოდ კალიუმს, არამედ მაგნიუმს, რკინას, თუთიას, B ჯგუფის ვიტამინებს. ეს ყველაფერი სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. ატარეთ თან თხილი ნებისმიერი აბების ნაცვლად. თუ შეუძლოდ გახდებით, მაშინვე მიირთვით და გიშველით.

წითელი წიწაკა
მწარე წიწაკა და სხვა ცხარე სანელებლები წნევას ზრდიან. მასში ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც დაბერებასაც აფერხებს.

ლიმონურა
როგორც კი 2 მარცვალს მიიღებთ, ცენტრალური ნერვული სისტემა მაშინვე ტონუსში მოვა და წნევაც დარეგულირდება.

პროდუქტები, რომლებიც ამცირებენ წნევას

წყალი ლიმნით და თაფლით
აიღეთ 250მლ მინერალური წყალი, ნახევარი ლიმონი და 1 ჩ.კ. თაფლი. დაამატეთ ლიმნის წვენი წყალს, ჩაასხით ტაფლი. ეს საშუალება შედეგს უკვე ნახევარ საათში დაგანახებთ.

კეფირი დარიჩინით
ჩვეულებრივი უცხიმო კეფირი, დარიჩინთან არეული, წნევას უწევს. დაამატეთ 1 ჭიქა კეფირს 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი. ეფექტს სწრაფად იგრძნობთ.

ძახველი
სწრაფი მოქმედებისთვის დაღეჭეთ ძახველი. მისაღებია როგორც მშრალი, ისე ხმელი.

ნიახური
თუ დღეში 5-7 ფოთოლს მიიღებთ, ჰიპერტონიას გააკონტროლებთ. შეგიძლიათ თან ატაროთ და ხანდახან დაღეჭოთ. ის სტრესის ჰორმონებს ამცირებს, სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს და აშ.

Loading...