ნატურალური საშუალება ჭიანჭველებისგან თავის დასახსნელად. მოიცილეთ ისინი სახლიდან, სანამ სულ გადაგჭამეს.

ზაფხულის ამინდით ტკბობა შესაძლოა მწერების გაჩენამ გააფუჭოს. ადამიანებში ინსტიქტურ დონეზეა ჩადებული შიში და სიძულვილი მათ მიმართ. ტყუილუბრალოდ სულაც არაა. ევოლუციის მიხედვით შევითვისეთ, რომ ისინი იკბინებიან, ინფექციას ავრცელებენ და პროდუქტებს აფუჭებენ.

ადამიანი თავადვე იზიდავს მათ ყოველდღიური ქმედებებით. მაგალითად ავიღოთ ჭიანჭველები. ჭუჭყიანი ჭურჭელი, ჭიქები იატაკზე და მაგიდაზე, ნაგავი, რომელიც რამდენიმე დღე არ გაგიტანიათ – ეს მათ იწვევს.

როგორ გავთავისუფლდეთ ჭიანჭველებისგან საბოლოოდ

ისინი ძირითადად ზაფხულობით ჩნდებიან. სახლის ჭიანჭველები არასიმპატიურები თუმცა უსაფრთხოები არიან. უსიამოვნოა, როცა პატარა სტუმრები სახლში იჭრებიან, საშაქრეში თავსდებიან და თავიანთი არსებობით გვაღიზიანებენ.

პენსიონერმა ოლგა პავლოვნამ იცის, როგორ გავთავისუფლდეთ მათგან მავნე ქიმიის გარეშე, რათა ბავშვები და შინაური ცხოველები უსაფრთხოდ ვამყოფოთ.

მისი საიდუმლო მიხაკის ზეთშია. “მე ყოველთვის მაქვს მიხაკის ეთერული ზეთი. მუდამ თან ვატარებ გზაში, რადგანაც კოღოებს აფრთხობს. ახლა იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჭიანჭველევსაც აშინებს.” მან უბრალოდ დაასხა ზეთის რამდენიმე წვეთი სახლის ყველა კუთხეში და ჭიანჭველებიც გაიქცნენ.

იმისთვის, რომ სახლის დიდი ფართობი მოიცვან, სპეციალურ მიხაკის ნარევს ამზადებენ. დაგჭირდებათ თბილი წყლის ჭიქა და 5-6 წვეთი მიხაკის ეთერული ზეთი. საგულდაგულოდ აურიეთ, დაასველეთ მასში პოლის ჯოხზე წამოცმული ნაჭერი და გადაატარეთ მთელი სივრცის იატაკს.

ასეთი მარტივი ხერხი ჭიანჭველებისგან 1 დღეში გიხსნით. საქმე იმაშია, რომ ისინი ვერ იტანენ ფენოლს – ნივთიერებას, რომელიც მიხაკის ზეთშია. ჭიანჭველების დახოცვისთვის საკმარისია მცირე რაოდენობის მსგავსი პროდუქტი. არ ინერვიულოთ, ცხოველებისა და ადამიანებისთვის ის სრულიას უსაფრთხოა.

შეგიძლიათ მოამზადოთ სპრეის სახით და გზაშიც, ქალაქიდან გასვლისას, თან ატაროთ. ამისათვის ჭიქა წყალში ჩაასხით 1 ჩ. კ. მიხაკის და ნემსიწვერას ეთერული ზეთი, 1ს.კ. სპირტი, გადაასხით სპრეი ბოთლში და გამოყენებამდე კარგად აანჯღრიეთ.

დაამუშავეთ ამ საშუალებით ჭიანჭველებიანი გზები 3 დღეში ერთხელ და ჭიანჭველები სახლიდან გაქრებიან.  შეგიძლიათ შეასხათ ტანსაცმელს და კანს. მშვენივრად იცავს ცხოველებსაც.

ამ ვიდეოში ოლგა პავლოვნა გაჩვენებთ როგორ იმოქმედოთ.

აღსანიშნავია, რომ მიხაკის ეთერული ზეთი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მისი არომატი აუმჯობესებს იმუნიტეტს და აძლიერებს ორგანიზმს. მიიღება გაციებისა და ინფექციების დროს როგორც ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალება.