ტესტი: შეარჩიეთ თქვენ მიერ მოწონებული ადამიანი და გაიგეთ რაზე მეტყველებს თქვენი არჩევანი!

დღევანდელი ტესტი ფიზიოგნომიკაზე და ქცევის გენეტიკაზეა დამყარებული. იმის მიხედვით, თუ როგორი ადამიანები მოგწონთ თქვენ, შეიძლება თქვენი საკუთარი ხასიათის თვისებებიც განსაზღვროთ.

შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსაწონი ადამიანი, არ იჩქაროთ! ვისთან გესიამოვნებოდათ ურთიერთობა? 

1.

ეს ადამიანი ძლიერ ნებისყოფას ფლობს, ამაზე მისი ტუჩის ფორმაც მეტყველებს. ის პირდაპირია, მიმღები.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

პროდუქტიულ, საქმიან ადამიანებს! ესე იგი თქვენც ასეთი ხართ.

2.

ცხვირის ძგიდეები მეტყველებს, რომ მას გამდიდრება შეუძლია. ნათელი თვალები მაღალ ინტელექტზე მეტყველებს, ღიმილი კი ემოციების დამორჩილებაზე.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

წყნარ, დაფიქრებულ ადამიანებს. თუმცა გარეგნულ თავშეკავებაში შეიძლება ემოციურობა იმალებოდეს

3.

ყურებისა და წარბების განლაგება მაღალ ინტელექტზე მეტყველებს. მკვეთრად გამოხატული ნიკაპი გამოხატავს კეთილსინდისიერებას.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

თამამ, სერიოზულ, ძლიერ და მკაცრ ადამიანებს.

4.

ოთხკუთხა ნიკაპი ძლიერ, მამაც ხასიათზე მოწმობს, ის სიჯიუტესთანაა შეხამებული. დიდი თვალები და ტუჩები მგრძნობიარე ხასიათის ნიშანია.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

კეთილ, რბილ ადამიანებს იზიდავთ, რომლებიც დაცვას საჭიროებენ.

5.

პატარა ნიკაპის მფლობელები დამთმობები, მომთმენები, თავშეკავებულები არიან. ტუჩების ფორმა მეტყველებს, რომ ის პრობლემებს მარტო უმკლავდება.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

ცივ, წყნარ და დამთმობ ადამიანებს იზიდავენ, თუკი ასეთივე ხასიათი აქვთ, ან სურთ მათი დამთმობი ხასიათის გამოყენება ექსპლუატატორის თვისებებით.

6.

სახის ოვალური ფორმა მაღალ მგრძნობელობასა და ტალანტზე მოწმობს, ასევე ეშმაკობაც აღინიშნება. მსხვილი პირი მოწმობს მერყევ ხასიათზე.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

თქვენი მოღვაწეობა შემოქმედებას უკავშირდება, ან გაქვთ ასეთი პოტენციალი. ხართ კეთილი, მსუბუქი ხასიათის.

7.

სწორი და გრძელი წარბები ინტელექტს ავლენს. სახის წყობა მიუთითებს წყნარ ხასიათსა და მკვეთრი ცვლილებების უსიყვარულობაზე. გრძელი ცხვირი, თვალები და პირი ძლიერ ნატურაზე მოწმობს. ცხვირ-ტუჩის ნაოჭი მძიმე წარსულზე მეტყველებს.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

ასეთი ადამიანი მომხიბლავია. თუ ეს ფოტო აირჩიეთ, ესე იგი, წყნარი, კრეატიული, წყნარი და ჰარმონიული ხართ.

8.

მსხვილი ცხვირი მოწმობს ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვას, პროპორციული ნიკაპი ხასიათის სიძლიერესა და თავდაჯერებულობაზე. ცოტა წინ წამოწეული წინა კბილები მოწმობს ბავშვობაში მორცხვობის დაძლევაზე. ეს ადამიანი საქმეში გულმოდგინეა.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

პრაგმატულ, მიწიერ, მგეგმავ ადამიანებს. კეთილმოსურნე და კომუნიკაბელური ხართ, ყოველთვის პოულობთ კომფორტს.

9.

 

ასეთი სახის ადამიანი კეთილი და მშვიდობისმოყვარეა. არ ისწრაფვის დიდებისკენ. მსხვილი ნიკაპი ფიზიკურ ამტანობაზე მოწმობს, მოკლე წარბები კი ხასიათში გარკვეულ არასტაბილურობაზე მიუთითებს.

ვის იზიდავს ასეთი ადამიანი?

მსგავსი იზიდავს მსგავსს. თქვენს მხიარული და აქტიური ხართ. გაქვთ კარგი კომუნიკაციის უნარი. თუმცა, შეიძლება მორცხვი, მორიდებული იყოთ და საწინააღმდეგო თვისებეის ძიებაში მოგეწონათ ეს ფოტო.

დაემთხვა თქვენი შედეგები რეალობას?