ბაბუაწვერა საოჯახო ექიმია. ეს ოქროს ნექტარი ასუფთავებს სისხლძარღვებს და თირკმელებს.

ბაბუაწვერას ხშირად უწედებენ საშინაო ექიმს. ის მთლიანად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მის ფოთლებს ამატებენ სალათებში, ფესვებს ახმობენ, ხარშავენ გასახდომი ჩაისთვის, ყვავილებისგან კი სამკურნალო მურაბებს ამზადებენ.

მურაბა მისი მწვანილებისგან განსაკუთრებული რამეა. ის ჰაეროვანი, ოქროსფერი და ტკბილია როგორც თაფლი. ყოველდღე 1 ჩ.კ. ასეთი ტკბილეული დაგავიწყებთ სეზონურ გაციებებსა და დეპრესიებს. გააძლიერეთ გული და ღვიძლი! მოამზადეთ ელექსირი შემდეგნაირად:

ბაბუაწვერას მურაბის სარგებელი

  • კვებავს ვიტამინი C-თი, ფოსფორით, რკინით, კალიუმით, იოდით….
  • კურნავს ბრონქიტს და გაციებას დამამშიდებელი და ამოსახველებელი თვისებებით.
  • ებრძვის უძილობას, სტრესს, გაღიზიანებას.
  • ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს და ანელებს კანის დაბერებას.
  • აძლიერებს გულს და ძარღვებს: ავსებს კალიუმით, ამცირებს წნევას და დიაბეტის განვითარების რისკს.
მურაბა კუჭისა და ღვიძლისთვის

  • ამცირებს მჟავიანობას კუჭში და სასურველია გასტრიტის მსუბუქ ზომებში.
  • კურნავს ყაბზობას და მადას არეგულირებს,
  • ხსნის ანთებას ნაღვლის ბუშტში და საშარდე გზებში.
  • ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან, რეკომენდირებულია საკვებით მოწამვლისას.
  • გამოდევნის ტოქსინებს
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო მურაბა

ბაბუაწვერას 350-400 ახალგაზრდა ყვავილი მოამზადეთ ფოთლების და ღეროების გარეშე. სჯობს აყვავების დასაწყისში დაკრიფოთ.

დაასხით ცივი წყალი და დატოვეთ 7-10 საათით.

შემდეგ დღეს გარეცხეთ, გადაიტანეთ ქვაბში და დაასხით 500მლ მდუღარე წყალი. ადუღეთ 15-20 წთ.

მოათავსეთ ქვაბში 1კგ შაქარი, დაამატეთ ჩ.კ. ლიმნის მჟავა და 1 დიდი ლიმონი, ქერქთან ერთად წვრილად დაჭრილი. ხარშეთ მურაბა 7-10 წუთი ნელ ცეცხლზე.

როცა ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, გადმოიღეთ. როცა გაცივდება, მარლით გაცერით და კიდევ 2 წთ ნელ ცეცხლზე ადუღეთ.

დარჩენილი მურაბა სტერილურ ქილებში გადაასხით და მაცივარში შეინახეთ.

კალორიულობა — 192 კკ 100 გრამზე.

როგორ მივიღოთ

ღვიძლისთვის. გახსენით თბილ მწვანე ჩაის ჭიქაში ან წყალში 3ჩ.კ. მურაბა და მიიღეთ დღეში 4-5 ჯერ.

გაციებისა და ბრონქიტისთვის. 10 დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ს.კ. მურაბა ყოველი ჭამის შემდეგ. შეგიძლიათ ჩაასხათ ჩაიში.

გულისა და ძარღვებისთვის. მიიღეთ 1 ჩ.კ. საშუალება უზმოზე ყოველდღე, 14 დღის მანძილზე. 1 თვის შემდეგ გაიმეორეთ კურსი.

კარგი იმუნიტეტისთვის. მიირთვით 1 ჩ.კ. მურაბა ყოველდღე.

ვისთვის არ შეიძლება

  • ალერგიებისკენ მიდრეკილების შემთხვევაში.
  • კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში.
  • კენჭოვანი დაავადებებისას.
Loading...