სანამ ბოლომდე გაჭაღარავდით, აიღეთ ერთი კარტოფილი და ეს რეცეპტი გამოიყენეთ.

კარტოფილი არამხოლოდ ჩვენი მეორე პურია, არამედ სამკურნალო საშუალებაც. მისი უმი ნაყოფი ცნობილია ნატურალური მოვლის საშუალებების მოყვარულებს შორის. დღეს გთავაზობთ კარტოფილის გამოყენების მეთოდს ჭაღარასთან ბრძოლაში.

ქიმიური საშუალებები ძვირია, ზოგისთვის საერთოდ უკუნაჩვენები. ამ დროს გვეხმარება ჩვეულებრივი კარტოფილი, რომელიც თმის ფერს გვიბრუნებს.

ჭაღარის საწინააღმდეგო საშუალება კარტოფილისგან
  1. კარგად გარეცხეთ 5 კარტოფილი, გაფცქვენით სქლად.
  2. ქერქს დაასხით წყალი, რომ დაფაროს. დადგით ცეცხლზე, აადუღეთ.
  3. ადუღების შემდეგ გადაღვარეთ სითხე და კვლავ დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი. აადუღეთ და ხარშეთ 2 წუთი.

4. გადაწურეთ ნახარში. სანამ გაცივდება, თავი შაპუნით დაიბანეთ. შემდეგ ჩაყავით თმა ამ ხსნარში, შეიფუთეთ თავი თბილად ცელოფნითა და პირსახოცით.

5. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დატკბით თმის შესანიშნავი ფერით.

ნატურალური პროდუქტები შესანიშნავად ღებავს თმას, კარტოფილი მათ შორის ერთ-ერთია. ვისაც თმის გაქერავება სურს, ვურჩევთ დარიჩინის ფხვნილის გამოყენებას. ასეთი შეღებვის შემდეგ თმა ღიავდება და მთელი კვირა ღვთაებრივ არომატს აფრქვევს.

ჩაინიშნეთ ეს საშუალება და გაუზიარეთ ინფორმაცია მეგობრებს!