ლიმონი გაგათავისუფლებთ გაციებისგან, დიაბეტისა და კიბოსგანაც კი. უბრალოდ ერთი პროცედურაა საჭირო…

ყველასათვის არის ცნობილი ლიმონის სარგებლობის შესახებ. ის მდიდარია ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით. ლიმონი მისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ეს ციტრუსი გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ლიმონის სარგებლობა ორგანიზმისთვის

ლიმონის წვენი, წყალი თაფლით და ლიმონით, ლიმონიანი ჩაი, უბრალოდ ახალი ლიმონი შაქრით – ეს ყველა ოჯახის ნუგბარია. C ვიტამინის გარდა ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებსაც: მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს.

ლიმონი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც აუმჯობესებს იმუნიტეტს. მას აქვს უნარი გააძლიეროს ორგანიზმის მიერ სისხლის გაწმენდის ფუნქცია.

როგორც აღმოჩნდა, გაყინული ლიმონი გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ახალი. ის იყინება კანთან ერთად, რომელიც შემდეგ უფრო ადვილი გამოსაყენებელია. კანი გაცილებით მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე რბილობი.

რატომაა სასარგებლო გაყინული ლიმონი?
  1. ის წმენდს სისხლს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას
  2. თავისი თვისებების წყალობით ის ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და ვირუსებს.
  3. გამოაქვს მიკრობები და პარაზიტები კუჭ-ნაწლავიდან, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
  4. ხელს უწყობს თირკმლებში კენჭების დაშლას.
  5. C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ანელებს დაბერების პროცესს და აძლიერებს კოლაგენის სინთეზს.

გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ლიმონში არსებული ნივთიერებები შლის კიბოს უჯრედებს, ახდენს კიბოს განვითარების პრევენციას. ამასთან ნარჩუნდება ჯანმრთელი უჯრედები. თუმცა ეს ვარაუდი დამტკიცებული არ არის

როგორ გავყინოთ ლიმონი სწორად

ჯერ მარტივ მეთოდს შემოგთავაზებთ. გარეცხეთ ლიმონი, კარგად გაამშრალეთ და შედეთ საყინულეში რამდენიმე საათით. შემდეგ ლიმონი უნდა გამოიღოთ და გახეხოთ კანიანად. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ კერძში. სასიმოვნო გემოსთან ერთად ის საკვებს ვიტამინებითაც უხვად მოამარაგებს.

შეგიძლით დაჭრათ ლიმონი თხელ ნაჭრებად, დაალაგოთ თეფშზე და შედგათ საყინულეში. ასევე შეგიძლიათ გაყინოთ ლიმონის წვენი და ცედრა ცალკ-ცალკე.

ლიმონს არ აქვს ანალოგი ვიტამინებისა და მინერალების შემცველობის მხრივ. ის აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენ ყოველდღიურ რაციონში. ერთ მწიკვ გახეხილ ლიმონს შეუძლია თქვენი კერძის გამდიდრება გემოთიც და სარგებლობის მხრივაც. გაყინვის შემდეგ მას სიამოვნებით მიირთმევენ ისინიც კი, ვისაც მისი სპეციფიური სიმჟავე არ მოსწონს.

გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს.