ეს კრუასანები 20 წუთში მზადდება და ძალიან ეკონომიურია. არც რძე გჭირდებათ და არც კვერცხი. აი რეცეპტი

რეკომენდაციას ვუწევთ დამწყებ დიასახლისებს, დაკავებულ დედებს, მარხვაზე მყოფებს, მაგრამ ტკბილის მოყვარულებს, რომ მიჰყვნენ კრუასანების ამ მარტივ რეცეპტს. ცომი ფხვიერია, გული კი ბუმბულზე მსუბუქი. ასეთი სწრაფი და ეკონომიური რეცეპტი კულინარიულ წიგნში არ მოიძებნება.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზამზადოთ კრუასანები ყოველგვარი კვერცხისა და რძის გარეშე.

გემრიელი კრუასანები

ინგრედიენტები

ერთი ჭიქა თბილი წყალი

ერთი სუფრის კოვზი შაქარი

30 გრამი დაპრესილი საფუარი

ერთი მწიკვი მარილი

ნახევარი ჭიქა მზესუმზირის ზეთი

სამი ჭიქა ფქვილი

ერთი ჭიქა ჯემი

მომზადება

1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაამატეთ შაქარი და მარილი. ფქვილი ცალკე ჯამში ჩაყარეთ. თანდათან დაამატეთ ფქვილში გახსნილი საფუარი, ზეთი და მოზილეთ ცომი. თუ გსურთ ცომი დატოვეთ თბილ ადგილას ნახევარი საათით, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის.

2. გაყავით ცომი სამ ნაწილად, თითოეული ნაწილიდან გამოჭერით დაახლოებით ხუთი მილიმეტრი სისქის მრგვალი ფირფიტა. თითოეული ფირფიტა გადაჭერით რვა სწორ სამკუთხედად. ფქვილის მიყრა საჭირო არ არის, ცომი არ ეწებება ხელებს.

3. სამკუთხედის ფუძეს დააწექით, დაადეთ ერთი ჩაის კოვზი ჯემი, კარგად ამოუხვიეთ გვერდები. ცომის ვიწრო ბოლო მსუბუქად გაჭიმეთ და გადაახვიეთ კრუასანის სახით.

4. დააწყვეთ კრუასანები საცხობზე, რომელსაც უსვია ზეთი. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში ოცი წუთით. გამოაცხვეთ ოქროსფრამდე.

5. მომზადებულ კრუასანს მოაყარეთ შაქრის პუდრა და ცხელი მიიტანეთ ჩაისთან. ძალიან გემრიელია.

შიგთავსის შერცვლა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ, მთავარია თხელი არ იყოს. ვაშლი დარიჩინით, ნებისმიერი ტკბილი ჯემი, სეზონური ხილი… ყველაფერი შესანიშნავია. ასევე ცომი არის უნივერსალური, კარგად უხდება ნებისმიერ სამარცხვო ნამცხვარს.

Loading...